https://sputnik-georgia.com/20220716/saqartvelo-sesazloa-ucxouri-serialebis-gadasareb-moednad-iqces-268585460.html
საქართველო შესაძლოა უცხოური სერიალების გადასაღებ მოედნად იქცეს
საქართველო შესაძლოა უცხოური სერიალების გადასაღებ მოედნად იქცეს
Sputnik საქართველო
მოლაპარაკებები მიმდინარეობს კინოკომპანიების Lions Gate, Disney და Universal-ის წარმომადგენლებთან
2022-07-16T23:05+0400
2022-07-16T23:05+0400
2023-11-04T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24650/83/246508378_0:157:2093:1334_1920x0_80_0_0_78e7b386f357e2fefa34622d74482bed.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პროგრამის“ გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უცხოური სერიალისა და ერთი ფილმის გადაღების შესახებ, განახადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.მისი თქმით, სააგენტოს თანამშრომლები უკვე შეხვდნენ კინოკომპანია Lions Gate-ის წარმომადგენლებს; ხოლო ისეთ კინოკომპანიებთან, როგორებიცაა Disney Universal, ურთიერთობები უფრო გაღრმავდა.„ჩვენ დღეს გვაქვს 3 კონკრეტული მოლაპარაკება - 2 სერიალია და 1 ფილმი. აქედან გამომდინარე ძალიან მალე ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის კონკრეტული ლოკაციების გაცნობას ვგეგმავთ“, - განაცხადა ხიდურელმა.პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 30-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.ბოლო გახმაურებული პროექტია - ბლოკბასტერი „ფორსაჟი-9“, რომელმაც ქვეყნის ხაზინას 32 მლნ ლარი შემატა. თანხა მოიცავდა ტექნიკის, სივრცეების იჯარას და პერსონალის დასაქმებას. გადაღებები თბილისისა და რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში ერთ თვეზე დიდ ხანს გაგრძელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24650/83/246508378_53:0:2041:1491_1920x0_80_0_0_58749671813ac1fbbb1e5af096283463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო უცხოური სერიალები გადაღება
საქართველო უცხოური სერიალები გადაღება
საქართველო შესაძლოა უცხოური სერიალების გადასაღებ მოედნად იქცეს
23:05 16.07.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) მოლაპარაკებები მიმდინარეობს კინოკომპანიების Lions Gate, Disney და Universal-ის წარმომადგენლებთან
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. პროგრამის“ გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უცხოური სერიალისა და ერთი ფილმის გადაღების შესახებ, განახადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.
პროგრამას „გადაიღე საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
„დღეს ჩვენ უკვე კონკრეტულ ფილმებსა და სერიალებზე გვაქვს მოლაპარაკებები, რამაც დაგვარწმუნა იმაში, რომ საქართველოზე ამ კუთხით საინტერესო ქვეყანაზე ისევ საუბრობენ“, - განაცხადა ხიდურელმა.
მისი თქმით, სააგენტოს თანამშრომლები უკვე შეხვდნენ კინოკომპანია Lions Gate-ის წარმომადგენლებს; ხოლო ისეთ კინოკომპანიებთან, როგორებიცაა Disney Universal, ურთიერთობები უფრო გაღრმავდა.
„ჩვენ დღეს გვაქვს 3 კონკრეტული მოლაპარაკება - 2 სერიალია და 1 ფილმი. აქედან გამომდინარე ძალიან მალე ამ ადამიანების საქართველოში ჩამოყვანას და მათთვის კონკრეტული ლოკაციების გაცნობას ვგეგმავთ“, - განაცხადა ხიდურელმა.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 30-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.
ბოლო გახმაურებული პროექტია - ბლოკბასტერი „ფორსაჟი-9“, რომელმაც ქვეყნის ხაზინას 32 მლნ ლარი შემატა. თანხა მოიცავდა ტექნიკის, სივრცეების იჯარას და პერსონალის დასაქმებას. გადაღებები თბილისისა და რუსთავის ცენტრალურ ქუჩებში ერთ თვეზე დიდ ხანს გაგრძელდა.