რამდენი შეღავათიანი სესხია გაცემული ერთწლოვანი კულტურების ხელშესაწყობად

© courtesy of Botanical Gardenხორბლის ყანა შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე
ხორბლის ყანა შავნაბადას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
გამოწერა
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე 104,3 მილიონი ლარის 6.651 სესხია გაცემული, იუწყება სოფლის განვითარების სააგენტო.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხების მიზნობრიობა მოიცავს: ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის, პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების შეძენაზე, ასევე, მუშახელისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავებაზე გაწეული ხარჯების დაფინანსებას.
პროექტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და კომპანიებს, გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა.
სოფლის განვითარების სააგენტო ამ სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი, საიდანაც ნახევრს, წლიურ 9%-ს, სახელმწიფო აფინანსებს.
პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5.000 ლარიდან 100.000 ლარის ჩათვლით.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ერთწლოვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება.
ყველა ახალი ამბავი
0