ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრებში ტურნირის პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვეს

© photo: Sputnik / Stringerძიუდო. ეთერ ლიპარტელიანი
ძიუდო. ეთერ ლიპარტელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
გამოწერა
დღეს ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. 57 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ზაგრების გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალში ლიპარტელიანი კანადელ კრისტი დეგუჩისთან იპონით დამარცხდა.
გარდა ამისა, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამართულ ტურნირზე გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 19 წლის ქართველმა ტურნირზე პირველი ნომრით განთესილი ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა.
© photo: Sputnikძიუდო. ვაჟა მარგველაშვილი
Дзюдо. Важа Маргвелашвили - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
ძიუდო. ვაჟა მარგველაშვილი
მესამე ქართველი ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა.
დღეს ზაგრების გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.
ყველა ახალი ამბავი
0