https://sputnik-georgia.com/20220716/jandacvis-saministro-klinikebsi-saertasoriso-standartebis-danergvas-apirebs-268578003.html
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას აპირებს
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას აპირებს
Sputnik საქართველო
სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა კლინიკებმა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შესთავაზონ, აღნიშნა მინისტრმა
2022-07-16T14:50+0400
2022-07-16T14:50+0400
2022-07-16T14:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_0:0:3150:1773_1920x0_80_0_0_6763f4ba286ca2acaf6f5561bf1227ce.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას აპირებს და ამ მიზნით კონსულტაციებს მართავს. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს.შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის იმ მაღალ სტანდარტებზე ისაუბრეს, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. ასევე განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა კლინიკებმა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზონ.კომპანია Joint Commission International 1994 წელს შექმნა ორმა კომპანიამ, რომელთა საქმიანობის სფერო სამედიცინო სექტორში ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს: Quality Healthcare Resources და Joint Commission.დღეს Joint Commission International მუშაობს სამედიცინო საქმიანობის ხარისხისა და უსაფრთხოების JCI სტანდარტებზე, გადამზადებაზე ამ სტანდარტების მიხედვით და JCI სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაზე.JCI სტანდარტები საერთაშორისო ექსპერტების მიერ არის შემუშავებული. ეს სტანდარტები ადგენს ერთიან მოთხოვნებს სხვადასხვა პროფილისა და საქმიანობის სამედიცინო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების მიმართ.JCI სტანდარტები აკრედიტებულია ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Society for Quality in Healthcare) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.JCI არის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის მიმნიჭებელი ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს კომპანია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აკრედიტაციის მინიჭების დროს ორიენტირებულია პაციენტის მომსახურების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.დღეისათვის მსოფლიოს 57 ქვეყანაში JCI სტანდარტების მიხედვით აკრედიტაცია 600-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას აქვს მოპოვებული. გარდა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციისა, JCI ახორციელებს სამედიცინო დახმარების პროგრამების სერტიფიცირებას სხვადასხვა მიმართულებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0c/260468671_419:0:3150:2048_1920x0_80_0_0_4e751555671f3cbb5e49cbe92339e6c8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცა სამინისტრო კლინიკები საერთაშორისო სტანდარტები დანერგვა jci
ჯანდაცა სამინისტრო კლინიკები საერთაშორისო სტანდარტები დანერგვა jci
ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას აპირებს
14:50 16.07.2022 (განახლებულია: 14:51 16.07.2022) სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა კლინიკებმა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება შესთავაზონ, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში საერთაშორისო აკრედიტაციისა და სტანდარტების დანერგვას აპირებს და ამ მიზნით კონსულტაციებს მართავს. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის აკრედიტაციის საერთაშორისო ორგანიზაცია Joint Commission International (JCI)-ის რეგიონულ მმართველ დირექტორს მურატ ქუჩუკაის შეხვდა.
JCI პაციენტთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად მუშაობს და პარტნიორებს სხვა მომსახურებებთან ერთად, საერთაშორისო აკრედიტაციას, საკონსულტაციო და სერტიფიცირების სერვისებს სთავაზობს.
შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აკრედიტაციის იმ მაღალ სტანდარტებზე ისაუბრეს, რომლებიც მსოფლიოშია აღიარებული. ასევე განიხილეს საქართველოში მათი დანერგვის სტრატეგია და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა კლინიკებმა მოქალაქეებს მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზონ.
კომპანია Joint Commission International 1994 წელს შექმნა ორმა კომპანიამ, რომელთა საქმიანობის სფერო სამედიცინო სექტორში ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს: Quality Healthcare Resources და Joint Commission.
დღეს Joint Commission International მუშაობს სამედიცინო საქმიანობის ხარისხისა და უსაფრთხოების JCI სტანდარტებზე, გადამზადებაზე ამ სტანდარტების მიხედვით და JCI სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციაზე.
JCI სტანდარტები საერთაშორისო ექსპერტების მიერ არის შემუშავებული. ეს სტანდარტები ადგენს ერთიან მოთხოვნებს სხვადასხვა პროფილისა და საქმიანობის სამედიცინო ორგანიზაციებში მიმდინარე პროცესების მიმართ.
JCI სტანდარტები აკრედიტებულია ჯანდაცვის ხარისხის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Society for Quality in Healthcare) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
JCI არის სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის მიმნიჭებელი ერთ-ერთი უდიდესი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს კომპანია სამედიცინო დაწესებულებებისთვის აკრედიტაციის მინიჭების დროს ორიენტირებულია პაციენტის მომსახურების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე.
დღეისათვის მსოფლიოს 57 ქვეყანაში JCI სტანდარტების მიხედვით აკრედიტაცია 600-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებას აქვს მოპოვებული. გარდა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციისა, JCI ახორციელებს სამედიცინო დახმარების პროგრამების სერტიფიცირებას სხვადასხვა მიმართულებით.