გუდაურში პარაპლანი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Artur Lebedev / გადასვლა მედიაბანკშიპარაპლანი
პარაპლანი - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2022
გამოწერა
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. გუდაურში პარაპლანი ხევში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება „პრაიმთაიმი“.
შემთხვევის დროს პარაპლანით ორი ადამიანი გადაადგილდებოდა, ერთი დაიღუპა, ხოლო მეორე მაშველებმა გადაარჩინეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0