ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვრთნები ვაზიანში
წვრთნები ვაზიანში - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
სწავლების მიზანს გამოცდილების გაზიარება და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ვაზიანის სასროლეთზე ერთობლივი გაცვლითი წვრთნების (JCET) ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სწავლებაში თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები და რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდნენ.
დასკვნით საველე სწავლებაში ჯგუფებმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკა აღმოაჩინეს და ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინის" მეშვეობით გაანადგურეს.
საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, სპეციალური ოპერაციული ძალების მეთაური, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და გაერთიანებული სამეფოს მეექვსე დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯერალდ სტრიკლენდი დაესწრნენ.
სწავლება სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების გაცნობასა და მათი ეფექტურად გამოყენების მეთოდების შესწავლას დაეთმო, ხოლო მეორე ფაზაში დღისა და ღამის განმავლობაში საბრძოლო სროლები განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0