https://sputnik-georgia.com/20220715/ucnobi-virusi-tanzaniasi-268559034.html
ტანზანიაში უცნობმა ვირუსმა იფეთქა: დაღუპულია სამი ადამიანი
ტანზანიაში უცნობმა ვირუსმა იფეთქა: დაღუპულია სამი ადამიანი
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. უცნობმა დაავადებამ, რომლის დაფიქსირებაც ათი დღის წინ დაიწყეს ტანზანიაში, უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება ადგილობრივი... 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T16:58+0400
2022-07-15T16:58+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო დღეს
აფრიკა
უცნობი ვირუსები და დაავადებები
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/37/248283730_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9c729d2632b7d0f1818560765d950f5d.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. უცნობმა დაავადებამ, რომლის დაფიქსირებაც ათი დღის წინ დაიწყეს ტანზანიაში, უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Citizen.გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჯანდაცვის სპეციალისტთა სამთავრობო ჯგუფის სამხრეთ ტანზანიის რეგიონ ლინდიში ჩასვლის მეორე დღეს მოხდა. ჯგუფის მიზანი იყო გამოეკვლია „უცნაური“ დაავადება, რომელსაც ცხვირიდან სისხლდენა ახლდა თან.სულ დაავადება 11 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან სამი გარდაიცვალა, ხუთი იზოლირებულია, ხოლო დანარჩენები შინ გაწერეს.როგორც ქვეყნის მთავარმა ექიმმა აიფელო სიჩვალემ განმარტა, საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტებს ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდათ.ტანზანიის პრეზიდენტის თქმით, ერთი ჰიპოთეზით, დაავადება გარემოზე ადამიანის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულმა დეგრადაციამ გააჩინა — ზოგი ველური ცხოველის ბინადრობის არეალი დაირღვა და ისინი იძულებული გახდნენ მიახლოებოდნენ დასახლებულ პუნქტებს, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობაზე.ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავადმყოფებისთვის აღებულმა ანალიზებმა არ დაადასტურა ებოლა, მარბურგის ცხელება თუ კორონავირუსი.ამ დროისათვის ლინდიში ჩასული მეცნიერთა ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, რა იდუმალ დაავადებასთან აქვთ საქმე.აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, სადაც ვირუსმა იფეთქა, არც ისე შორს არის ტურისტული მარშრუტებიდან. შესაბამისად, მოგზაურებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, თუ ტანზანიაში წასვლას გადაწყვეტენ.
აფრიკა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24828/37/248283730_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_059af95655a9c01c2cd08f4ba2af95cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აფრიკა , უცნობი ვირუსები და დაავადებები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
აფრიკა , უცნობი ვირუსები და დაავადებები, საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები, ექიმის რჩევები
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. უცნობმა დაავადებამ, რომლის დაფიქსირებაც ათი დღის წინ დაიწყეს ტანზანიაში, უკვე სამი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება ადგილობრივი გამოცემა Citizen.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჯანდაცვის სპეციალისტთა სამთავრობო ჯგუფის სამხრეთ ტანზანიის რეგიონ ლინდიში ჩასვლის მეორე დღეს მოხდა. ჯგუფის მიზანი იყო გამოეკვლია „უცნაური“ დაავადება, რომელსაც ცხვირიდან სისხლდენა ახლდა თან.
სულ დაავადება 11 ადამიანს დაუდგინდა, რომელთაგან სამი გარდაიცვალა, ხუთი იზოლირებულია, ხოლო დანარჩენები შინ გაწერეს.
როგორც ქვეყნის მთავარმა ექიმმა აიფელო სიჩვალემ განმარტა, საავადმყოფოში შეყვანილ პაციენტებს ცხელება, თავის ტკივილი, დაღლილობა და ცხვირიდან სისხლდენა აღენიშნებოდათ.
ტანზანიის პრეზიდენტის თქმით, ერთი ჰიპოთეზით, დაავადება გარემოზე ადამიანის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულმა დეგრადაციამ გააჩინა — ზოგი ველური ცხოველის ბინადრობის არეალი დაირღვა და ისინი იძულებული გახდნენ მიახლოებოდნენ დასახლებულ პუნქტებს, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ადამიანების ჯანმრთელობაზე.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავადმყოფებისთვის აღებულმა ანალიზებმა არ დაადასტურა ებოლა, მარბურგის ცხელება თუ კორონავირუსი.
ამ დროისათვის ლინდიში ჩასული მეცნიერთა ჯგუფი ცდილობს გაარკვიოს, რა იდუმალ დაავადებასთან აქვთ საქმე.
აღსანიშნავია, რომ ტერიტორია, სადაც ვირუსმა იფეთქა, არც ისე შორს არის ტურისტული მარშრუტებიდან. შესაბამისად, მოგზაურებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, თუ ტანზანიაში წასვლას გადაწყვეტენ.