თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

© photo: Sputnikთორნიკე ოქრიაშვილი
თორნიკე ოქრიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
ფეხბურთელსა და სამხრეთ კორეულ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ამ დროისათვის უცნობია.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატში, კლუბ „ჩონბუკში" ითამაშებს. 30 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი K ლიგის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.
თორნიკე ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ „აპოელში" ირიცხებოდა, თუმცა კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამხრეთკორეულ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
ამ დროისათვის უცნობია ფეხბურთელსა და სამხრეთ კორეულ კლუბს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები.
„ჩონბუკი" სამხრეთ კორეაში ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი და ქვეყნის მოქმედი ჩემპიონია. გუნდს ეს ტიტული ისტორიაში 9-ჯერ აქვს მოგებული (ყველა 2009 წლის შემდეგ). „მწვანეები" მიმდინარე სეზონში 21 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-2 ადგილზე არიან და მხოლოდ „ულსან ჰიუნდაის" ჩამორჩებიან (5 ქულით), რომლის რიგებში, სხვათა შორის, ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს.
თორნიკე ოქრიაშვილმა პროფესიონალური კარიერა „გაგრაში" დაიწყო, რომელიც 2010 წელს დატოვა და მას შემდეგ საზღვარგარეთ თამაშობს. ქართველ ფეხბურთელს „მარიუპოლში", „ჩერნომორეცში", „გენკში", „ეშკიშეჰირსპორში", „კრასნოდარში", „ანორთოსისსა" და „აპოელში" უთამაშია.
საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 49 მატჩში თორნიკემ 13 გოლი გაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0