https://sputnik-georgia.com/20220715/mebajeebma-aradeklarirebuli-tanxis-shemotana-agkvetes-268567451.html
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
Sputnik საქართველო
კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ. 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T21:38+0400
2022-07-15T21:38+0400
2022-07-15T22:50+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_fd77e49578e9822d190258e8d7409f38.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტის გავლით საქართველოში არადეკლარირებული თანხის შემოტანას ცდილობდნენ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა აღნიშნული პირების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 91.900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი აღმოაჩინეს.არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 170.400 ლარი შეადგინა.საქართველოს საბაჟო კოდექსის169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) შეეფარდათ. კერძოდ, სომხეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 10.518 ლარი, რუსეთის მოქალაქეს კი 15.988 ლარი დაეკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23926/62/239266220_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b37aac06dd9aea8a8d0a6c7a12f5bb2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს
21:38 15.07.2022 (განახლებულია: 22:50 15.07.2022) კანონდამრღვევ პირებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტის გავლით საქართველოში არადეკლარირებული თანხის შემოტანას ცდილობდნენ. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, მებაჟე-ოფიცრებმა აღნიშნული პირების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 91.900 აშშ დოლარი და 180 ავსტრალიური დოლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 170.400 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის169-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა (არადეკლარირებული თანხის 10%-ის ოდენობით) შეეფარდათ. კერძოდ, სომხეთის მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 10.518 ლარი, რუსეთის მოქალაქეს კი 15.988 ლარი დაეკისრა.