მარნეულში მეზობელმა მამაკაცი მოკლა

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
მეზობლებს შორის დაპირისპირება მიწის ნაკვეთის გამო მოხდა.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 50 და 60 წლამდე ასაკის ორ მეზობელ მამაკაცს შორის სადავო მიწის ნაკვეთის გამო დაპირისპირება 14 ივლისს მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორე მეზობელი დაჭრა.
დაჭრილი დღეს რუსთავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0