მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები აამოქმედა

© Pixabay / Pixabay / Nadeem
  - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კანადის ხელისუფლებამ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა, ნათქვამია კანადის მთავრობის ოფიციალურ საიტზე.
მანამდე კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სანქციების გაფართოებას გეგმავდა ნავთობ-გაზისა და ეკონომიკის ქიმიურ სექტორებში.
როგორც მთავრობის განცხადებიდან ირკვევა, რესტრიქციების ჩამონათვალში რუსეთის ნავთობ-გაზისა და ქიმიური მრეწველობაც შევიდა. სანქციები შეეხება შავ მეტალურგიას, მზა ლითონნაკეთობებს, კომპიუტერების, ელექტრონიკის, ოპტიკის, სატრანსპორტო საშუალებების აღჭურვილობის, სახმელეთო ტრანსპორტისა და ასევე მილსადენების წარმოებას.
კანადურ ბიზნესს 60 დღე ეძლევა რუსულ მხარესთან კონტრაქტების დასასრულებლად.

„ეს ახალი ზომები აუკრძალავს კანადურ კომპანიებს, წვლილი შეიტანონ ამ სექტორების მიერ საქონლის წარმოებაში“, — ნათქვამია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ კანადის მიერ მანამდე დაწესებული სანქციების გამო სირთულეები წარმოიშვა „ჩრდილოეთის ნაკადი-1“-ის მომსახურებაში. ოტავამ უარი თქვა დაებრუნებინა რუსეთისთვის გაზსადენის ტურბინა, რომელიც კანადაში უკრაინის მოვლენებამდე იყო გატანილი სარემონტოდ. ამასთან დაკავშირებით „გაზპრომმა“ ივნისში მნიშვნელოვნად შეზღუდა გაზის ექსპორტი ევროპაში. 9 ივლისს ოტავამ, ბერლინის თხოვნით, ტურბინის „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ დაბრუნება გადაწყვიტა.
წყარო: Covemment of Canada
ყველა ახალი ამბავი
0