გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილი ბუდაპეშტის ტურნირის ფინალშია

© courtesy of Oxana Kalashnikovaოქსანა კალაშნიკოვა
ოქსანა კალაშნიკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელების ეკატერინე გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი ბუდაპეშტში WTA-ის ტურნირის ფინალში იასპარეზებს.
ქართველმა ჩოგბურთელებმა ნახევარფინალში ზიგემუნდი/ჟანის (გერმანია-ჩინეთი) წყვილი ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხეს.
ქართველი სპორტსმენების მოწინააღმდეგეთა ვინაობა ხვალ გაირკვევა.
ტურნირის ფინალური მატჩი 17 ივლისს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0