Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ლიკა კვარაცხელიას გოგონა ცნობილ კალათბურთელზეა შეყვარებული - წყვილის ფოტოები

© courtesy of Rati Andronikashviliელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი
ელენე შელია და რატი ანდრონიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2022
გამოწერა
სპორტის ქომაგებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ესპანეთთან მატჩში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი.
Europop-თან ინტერვიუში რატი თავისი შეყვარებულის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტატუების უმრავლესობა, რომელიც სხეულზე აქვს, მისი შეყვარებულის დახატულია.

„დედაჩემს აქვს ზუსტად იგივე ტატუ, მე, ჩემი პატარა ძმა და დედაჩემი, ჩემმა შეყვარებულმა დახატა ეს ტატუ. უმეტესობა ტატუებიდან, რაც ხელზე მაქვს, მისი დახატულია“, – ამბობს რატი.

რატი ანდრონიკაშვილის შეყვარებული სპორტული სამყაროს ცნობილი წარმომადგენლის შვილია. ელენე შელია ყოფილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას და მოდელისა და ტელესახის ლიკა კვარაცხელიას ქალიშვილია.
წყვილი ერთად ხშირად ატარებს დროს, ერთად ისვენებენ და ერთობლივ ფოტოებსაც აქვეყნებენ.
ყველა ახალი ამბავი
0