https://sputnik-georgia.com/20220715/amerikis-tavdacvis-biujeti-268546353.html
აშშ თავდაცვით ხარჯებს რეკორდულად ზრდის: კონგრესმა 840 მლრდ-იანი ბიუჯეტი მოიწონა
აშშ თავდაცვით ხარჯებს რეკორდულად ზრდის: კონგრესმა 840 მლრდ-იანი ბიუჯეტი მოიწონა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მომავალ წელს ქვეყნის თავდაცვის ხარჯები 800... 15.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-15T10:49+0400
2022-07-15T10:49+0400
2022-07-15T17:18+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
ეკონომიკა
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250553027_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c1be26194a3aaef20db25c5e24fcac93.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მომავალ წელს ქვეყნის თავდაცვის ხარჯები 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, იუწყება VOA.გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტში საუბარია 840 მილიარდ დოლარზე, რაც 37 მილიარდი დოლარით აღემატება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს. წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტით, პენტაგონს დისკრეციული ხარჯებისთვის 808,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს, ენერგეტიკის სამინისტროს — 30,5 მილიარდი, ხოლო თავდაცვასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებს — 400 მილიონი დოლარი.ეროვნული თავდაცვის დაფინანსების შესახებ კანონის მიღებას (რომელიც პენტაგონის ბიუჯეტის რაოდენობას განსაზღვრავს) 329 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 101 კი წინააღმდეგი იყო.აღინიშნება, რომ სენატში კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მანამდე უკვე დაუჭირა მხარი ბიუჯეტის კიდევ მეტით — 45 მლრდ დოლარით გაზრდას.ორივე პალატა საბოლოო თანხას ერთობლივ სესიაზე განსაზღვრავს, ხოლო კანონპროექტის კომპრომისულ ვარიანტს წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენენ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/07/250553027_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4c8cc5ce5d5c8cf4666f90bc8c93cf27.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
აშშ , საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ეკონომიკა, პოლიტიკა
აშშ , საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, ეკონომიკა, პოლიტიკა
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მომავალ წელს ქვეყნის თავდაცვის ხარჯები 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, იუწყება VOA.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტში საუბარია 840 მილიარდ დოლარზე, რაც 37 მილიარდი დოლარით აღემატება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტს.
წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტით, პენტაგონს დისკრეციული ხარჯებისთვის 808,4 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს, ენერგეტიკის სამინისტროს — 30,5 მილიარდი, ხოლო თავდაცვასთან დაკავშირებულ სხვა უწყებებს — 400 მილიონი დოლარი.
ეროვნული თავდაცვის დაფინანსების შესახებ კანონის მიღებას (რომელიც პენტაგონის ბიუჯეტის რაოდენობას განსაზღვრავს) 329 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 101 კი წინააღმდეგი იყო.
აღინიშნება, რომ სენატში კენჭისყრა ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა მანამდე უკვე დაუჭირა მხარი ბიუჯეტის კიდევ მეტით — 45 მლრდ დოლარით გაზრდას.
ორივე პალატა საბოლოო თანხას ერთობლივ სესიაზე განსაზღვრავს, ხოლო კანონპროექტის კომპრომისულ ვარიანტს წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენენ.