თბილისში 11 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება ეტაპობრივად აღდგება და ეს პროცესი დღეს, 22:00 საათამდე დასრულდება.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო გაზმომარაგება 11 ათას აბონენტს დროებით შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
დიდუბის რაიონის მოსახლეობას ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, დილის 05:30 საათზე შეუწყდა.
ამ დროისათვის ბუნებრივი აირი, საცხოვრებელი კორპუსების გარდა, არ მიეწოდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საზკვების ობიექტებს, სავაჭრო, სამედიცინო, კომერციულ და სასწავლო დაწესებულებებს.
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად დღეს 12:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათამდე დასრულდება.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
ქუჩების ჩამონათვალის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.
ყველა ახალი ამბავი
0