სუმო: ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა

© AFP 2024 / BEHROUZ MEHRIლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
მიმდინარე სუპერტურნირზე ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ორი მარცხია. ქართველი სუმოისტის შემდეგი მეტოქე კოტოეკო იქნება.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იმავე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ბაშოზე მესამე გამარჯვება იზეიმა.
ტოჩინოშინი, რომელიც მიმდინარე სუპერტურნირზე აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, ნაგოია ბაშოს მეხუთე საჭიდაო დღეს დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ნიშიკიგის დაუპირისპირდა. ლევან გორგაძემ ორთაბრძოლა იორიკირის ილეთით მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 31 წლის იაპონელ სუმოისტს ზაფხულის სუპერტურნირზე გასული ოთხი ორთაბრძოლა მოგებული ჰქონდა, პირველი მარცხი კი სწორედ ტოჩინოშინთან განიცადა.
სუმო: ტოჩინოშინმა ნაგოია ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა>>
ამჟამად ლევან გორგაძის ანგარიშზე სამი გამარჯვება და ორი მარცხია. ტოჩინოშინი მომდევნო შეხვედრას ხვალ ჩაატარებს. მისი მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა კოტოეკო იქნება. ქართველი სუმოისტი 30 წლის იაპონელს კარიერაში 7-ჯერ შეხვედრია და მასთან მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0