საქართველოში კვლავ ცესკოს თავმჯდომარის კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, მესამედ შეიტანს თუ არა კალანდარიშვილი განაცხადს ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აგვისტოში ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკოს წევრებს მაია ზარიძესა და გია ცაცაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ. პარლამენტმა სამივე მათგანი თებერვალში ექვსი თვით აირჩია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადების მიღება 26 ივლისს დაიწყება. დაასახელებს თუ არა გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის პოსტს მესამედ, ჯერჯერობით უცნობია.
რეგლამენტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები ხუთი წლის ვადით პარლამენტში ამჟამად წარმოდგენილი დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერით აირჩევა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ასეთ მხარდაჭერას, მაშინ ჩატარდება მეორე კენჭისყრა, და კანდიდატი, რომელიც მიიღებს დეპუტატთა ხმების უბრალო უმრავლესობას (76 ხმას) საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე გახდება. თუმცა ამ შემთხვევაში უფლებამოსილების ვადა ექვს თვეს შეადგენს.
კალანდარიშვილი მმართველი პარტიის მხარდაჭერით ცესკოს თავმჯდომარე პირველად გასული წლის აგვისტოში გახდა ექვსი თვით. ის მეორედ ამ თანამდებობაზე ამავე ვადით მიმდინარე წლის თებერვალში აირჩიეს.
ამჟამად მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0