ფინანსური მაქინაციები: ბრალი კომპანიების ხელმძღვანელებს წარედგინათ

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ყალბი დოკუმენტების დამზადება–გამოყენების გზით სახელმწიფოს მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე ორ პირს ბრალი წარედგინა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, რითაც ერთ-ერთ კომპანიას შეუქმნეს 279.343 ლარის ყალბი აქტივი და შემდგომ იგი გამოიყენეს ამავე კომპანიის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.
ამასთან, ერთ-ერთი ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 330 ათასი ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0