ოზურგეთი-გომისმთას გზაზე 16 ივლისიდან სპეციალური რეჟიმი დაწესდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი გზაზე
ტრანსპორტი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–შემოქმედი–ბჟუჟჰესი–გომისმთას გზის 12-32 კმ მონაკვეთზე 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იქნება ყოველი თვის შაბათს, 15:00 საათიდან ორშაბათის 09:00 საათამდე.
დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალება.
ყველა ახალი ამბავი
0