რა უნდა დაამატოთ პომიდორსა და საზამთროს, რომ მზეზე არ დაიწვათ - ბრიტანელი ექიმის რჩევა

© Pixabay / Suanpaსაზამთრო
საზამთრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ მზისგან დამცავი კრემები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დასაცავად, მზის მავნე გავლენისგან ასევე დაგიცავთ გარკვეული ხილ-ბოსტნეულიც, წერს გამოცემა Daily Express-ი.
როგორც ბრიტანელი მედიკოსები აცხადებენ, ზოგი სეზონური ხილ-ბოსტნეულის მიღება, მათში შემავალი ლიკოპინისა და ბეტა-კაროტინის წყალობით, აძლიერებს კანის „თავდაცვის“ უნარს.
ექიმ მეგან როსის თქმით, ესენია: გრეიპფრუტი, საზამთრო, პაპაია, წითელი წიწაკა და პომიდორი.

„კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც ათი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთმევდა 40 გრამ პომიდორს, 40%-ით ნაკლებად იწვებოდნენ მზეზე, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებდა“, — ამბობს ის.

გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, პომიდორში შემავალი ლიკოპინი ადამიანს სხვა ისეთი გარემო ფაქტორების ზეგავლენისგანაც იცავს, როგორებიცაა ჰაერის დაბინძურება, გამოსხივება და დაკვამლიანება.
არ გამოტოვოთ: რჩევები ჰიპერტონიკებისთვის - წნევის დაბალანსება სიცხეში
ამასთან აღინიშნება, რომ საზამთრო პომიდორზე მეტ დამცავ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, თუმცა ეფექტის გაძლიერება ორივეს შემთხვევაში შეიძლება.
„რაც მართლაც საინტერესოა, კვლევამ აჩვენა, რომ ამ ქიმიურ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმი ბევრად უკეთ ითვისებს სასარგებლო ცხიმებთან კომბინაციაში. იმისათვის, რომ დამატებითი ეფექტი მიიღოთ, დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი პომიდორს, ან შეურიეთ ცხიმიანი იოგურტი საზამთროსა და პაპაიას სმუზის“, — გვირჩევს მეგან როსი.
როგორც ექიმი ამბობს, ამ პროდუქტებში შემავალ ნივთიერებებს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს და ადამიანს ეფექტურად ეხმარება, თავიდან აიცილოს მზეზე ხანგრძლივი ყოფნით გამოწვეული მძიმე შედეგები.
იმ შემთხვევაში კი, თუ მაინც დაიწვით მზეზე, სპეციალისტი გირჩევთ, პირველ რიგში დიდი რაოდენობით წყალი დალიოთ, ვინაიდან მძიმე დამწვრობამ შეიძლება გაუწყლოება და შოკიც კი გამოიწვიოს.
წყარო: Daily Express
ყველა ახალი ამბავი
0