კობახიძე: ევროკომისიის გადაწყვეტილებამ ქვეყანაში პოლარიზაცია გააღრმავა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
მმართველი პარტიის თავმჯდომარის თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკავშირის პირობებით ისარგებლა და ამ საკითხით სპეკულირებს.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოში პოლარიზაციის აღმოფხვრის აუცილებლობის შესახებ ევროკომისიის პირობებმა, პირიქით, გააღრმავა სიტუაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ქართული პოლიტიკური სპექტრის და საზოგადოების დეპოლარიზაცია ერთ-ერთი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მათ, ისე ოპოზიციას.

„ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს. პირველი პუნქტი, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტშია ნახსენები, სწორედ დეპოლარიზაციაა. თუმცა, ამ დოკუმენტმა და თავად გადაწყვეტილებამ გააღრმავა პოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკავშირის პირობებით ისარგებლა და ამ საკითხით სპეკულირებს.
ევროკავშირმა, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოს ეს მდგომარეობა მომავალში, მიაჩნია კობახიძეს.
ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა ეღიარებინა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი დასახული პრიორიტეტები, კერძოდ, 12 პირობა შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
როგორც ევროკომისიაში თავდაპირველად განმარტეს, ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან და 2022 წლის ბოლოს ანგარიშს მოამზადებენ, თუმცა შემდეგ ამ ვადამ 2023 წლისთვის გადაიწია.
ყველა ახალი ამბავი
0