მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯანმო: სქესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მამრობითით ან მდედრობითით

© photo: Sputnik / ALeksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შენობა ჟენევაში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შენობა ჟენევაში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) გადაწყვიტა განაახლოს სახელმძღვანელო გენდერული პრობლემატიკის შესახებ, ორგანიზაციის რეკომენდაციები დაფუძნებული იქნება კონცეფციაზე, რომ სქესი არ შემოიფარგლება მხოლოდ მამრობითი ან მდედრობითით, ნათქვამია ჯანმოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ახალი დოკუმენტის შემუშავების პროცესი დაეფუძნება ახალ სამეცნიერო მონაცემებს, რომლებიც გენდერისა და ჯანმრთელობის სფეროში კვლევების პროცესშია მიღებული.
ჯანმო გეგმავს გასცდეს „გენდერისა და ჯანმრთელობისადმი ბინარულ მიდგომებს“.

„გადახედვისა და განახლების კონცეფცია დაეფუძნება მასშტაბურ ნაშრომს, რომელიც უკვე წარედგინა ხელმძღვანელობას. ის მოიაზრებს <...> გენდერისა და ჯანმრთელობისადმი ბინარული მიდგომების ჩარჩოებიდან გასვლას გენდერული და სექსუალური მრავალფეროვნების აღიარების მიმართულებით... გენდერული იდენტურობა არსებობს კონტინუუმში და სქესი არ შემოიფარგლება მამრობითითა და მდედრობითით“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ჯანმოს შესაბამისი სახელმძღვანელოს პირველი გამოცემა 2011 წლით თარიღდება.
წყარო: WHO
ყველა ახალი ამბავი
0