https://sputnik-georgia.com/20220714/italiis-premier-ministri-tanamdebobas-tovebs-268539527.html
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
Sputnik საქართველო
დღეს იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
2022-07-14T23:03+0400
2022-07-14T23:03+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
იტალია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268237458_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_cee911ec3222238713aca158ddf6905b.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ გადადგება მთავრობის მეთაურის პოსტიდან, ამის შესახებ მან მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.„მინდა განგიცხადოთ, რომ დღეს საღამოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ“, – ციტირებს მის სიტყვებს მთავრობის სასახლის პრესსამსახური.დღეს იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, „5 ვარსკვლავების მოძრაობამ“ (D5Z) უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „საერთო ეროვნული უმრავლესობა, რომელიც თავიდან მხარს უჭერდა ხელისუფლებას, აღარ არსებობს“.სიტუაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ კოალიციას „მოძრაობის“ შესაძლო გასვლის შემდეგაც ექნება საჭირო მხარდაჭერა პარლამენტში, თუმცა თავად დრაგიმ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არ არის უხელმძღვანელოს მთავრობას, თუ მასში „მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, ასევე ის არ აპირებს მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას უმრავლესობის ახალი კონფიგურაციის გათვალისწინებით.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268237458_202:0:2933:2048_1920x0_80_0_0_b63eb4fdff95c127a1c2fac349a05a37.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობა გადადგომა
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი თანამდებობა გადადგომა
იტალიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს
23:03 14.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) დღეს იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ გადადგება მთავრობის მეთაურის პოსტიდან, ამის შესახებ მან მინისტრთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„მინდა განგიცხადოთ, რომ დღეს საღამოს რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადებას გადავცემ“, – ციტირებს მის სიტყვებს მთავრობის სასახლის პრესსამსახური.
დღეს იტალიის პარლამენტის სენატმა ქვეყნის მთავრობას ნდობა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც მმართველი კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, „5 ვარსკვლავების მოძრაობამ“ (D5Z) უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე.
„დღევანდელი კენჭისყრა პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა პოლიტიკური თვალსაზრისით”, - განაცხადა დრაგიმ.
მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „საერთო ეროვნული უმრავლესობა, რომელიც თავიდან მხარს უჭერდა ხელისუფლებას, აღარ არსებობს“.
სიტუაციის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ მმართველ კოალიციას „მოძრაობის“ შესაძლო გასვლის შემდეგაც ექნება საჭირო მხარდაჭერა პარლამენტში, თუმცა თავად დრაგიმ ადრე არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არ არის უხელმძღვანელოს მთავრობას, თუ მასში „მოძრაობა“ არ იქნება წარმოდგენილი, ასევე ის არ აპირებს მინისტრთა საბჭოს ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებას უმრავლესობის ახალი კონფიგურაციის გათვალისწინებით.