ილონ მასკის კომპანია საქართველოში ავტორიზაციას ელოდება

© AP Photo / Matt Rourkeილონ მასკი
ილონ მასკი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
საქართველოში მალე ამუშავდება Starlink, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (სემეკი) ხუთშაბათს განიხილავს შპს „სტარლინკ ჯორჯიას“ ავტორიზაციის საკითხს, რომელიც ეკუთვნის ილონ მასკის კომპანია SpaceX-ს, ნათქვამია კომისიის ვებ-გვერდზე.
კომისია კომპანიის მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციას უნდა გაეცნოს.
კომპანიის გეგმების თანახმად, პირველ ეტაპზე Starlink-ი ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ არეალში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ისეთ რეგიონებში, სადაც ინტერნეტი ძვირია, ნაკლებად საიმედო, უხარისხო ან საერთოდ მიუწვდომელია. დღეისათვის SpaceX-მა თანამგზავრული კავშირის უკვე 2,7 ათასი დაბალორბიტული სისტემა აამოქმედა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 100%-ით ინტერნეტით არის უზრუნველყოფილი თბილისი, ბათუმი და სტეფანწმინდისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები. 13 მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხოლოდ 35%-ს აქვს ინტერნეტი, ხოლო დანარჩენ რაიონებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დონე 50%-დან 70%-მდე მერყეობს.
2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში სულ 949.323 ინტერნეტ-აბონენტია რეგისტრირებული, საიდანაც Wi-Fi ტექნოლოგიაზე წვდომა მხოლოდ 86.195-ს აქვს.
წყარო - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (სემეკი)
ყველა ახალი ამბავი
0