წყალმომარაგება შეწყდება: GWP მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას აფრთხილებს

© photo: Sputnik / Murad Orujovონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება ერთი დღე-ღამით შეეზღუდება – 15 ივლისის 10:00 საათიდან 16 ივლისის 11:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში GWP ხვალ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ასევე მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო მთაწმინდის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:

კოსტავას ქუჩა N28-60; N59-61; N64; თაბუკაშვილის ქუჩა N1-23; N2-30; რუსთაველის გამზ. N29, 31; სტამბის ჩიხს, მარი ბროსეს, ლადო ალექსი-მესხიშვილის, რევაზ ლაღიძის, კვალის, სობჩაკის, ჭანტურიას, გრ.აბაშიძის, ვირსალაძის და ნიშნიანიძის ქუჩებს.

კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0