https://sputnik-georgia.com/20220714/erovnul-arqivsi-vaja-fsavelas-multimediuri-gamofena-gaimarta-268538840.html
ეროვნულ არქივში ვაჟა-ფშაველას შესახებ მულტიმედიური გამოფენა გაიმართა
ეროვნულ არქივში ვაჟა-ფშაველას შესახებ მულტიმედიური გამოფენა გაიმართა
Sputnik საქართველო
ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებული თარიღი 1861 წლის 14 ივლისია.
2022-07-14T22:21+0400
2022-07-14T22:21+0400
2022-07-14T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/66/234626651_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_6e20bff538c6ef04a65546340317cfd9.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიურ ფორმატში ონლაინ-გამოფენა მოამზადა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.დღეს, 14 ივლისს გენიალური ქართველი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა ონლაინ-გამოფენა.გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ-ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – ვაჟას დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას.ცნობილი მწერალი, ქართველების „მთის არწივი" ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგლულას ნაპირზე, პატარა ქვითკირის სახლში.ვაჟას მამა — პავლე რაზიკაშვილი, სოფლის მღვდელი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ვაჟას წიგნების სიყვარული. დედა — ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი, რომლის წყალობითაც ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. გულქანი მას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.ვაჟა-ფშაველა 36 პოემის, 400-მდე ლექსის, ასევე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იგი შევიდა როგორც XIX საუკუნის გამორჩეული მწერალი.წყარო - საქართველოს ეროვნული არქივი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23462/66/234626651_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_9adfcc39aae88e7fbc2e30f92541ca88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეროვნული არქივი ვაჟა-ფშაველა მულტიმედიური გამოფენა
ეროვნული არქივი ვაჟა-ფშაველა მულტიმედიური გამოფენა
ეროვნულ არქივში ვაჟა-ფშაველას შესახებ მულტიმედიური გამოფენა გაიმართა
22:21 14.07.2022 (განახლებულია: 22:32 14.07.2022) ვაჟა-ფშაველა თავის დაბადების თარიღად 1862 წლის 15 მაისს მიიჩნევდა, ამის მიუხედავად, დღემდე მის ბიოგრაფიაში დამკვიდრებული თარიღი 1861 წლის 14 ივლისია.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ვაჟა-ფშაველას შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა მულტიმედიურ ფორმატში ონლაინ-გამოფენა მოამზადა, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს, 14 ივლისს გენიალური ქართველი შემოქმედის ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად გაიმართა ონლაინ-გამოფენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ონლაინ-ექსპოზიცია ეროვნულ არქივში დაცულ მრავალფეროვან მასალას მოიცავს – ვაჟას დაბადების ჩანაწერს, ავტოგრაფულ ხელნაწერებს, ფოტოებს, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მის მოღვაწეობას, აუდიოწიგნებს, 100 წლის საიუბილეოდ 1961 წელს შექმნილ კინოსიუჟეტს, წიგნებსა და სხვა საარქივო მასალას.
ცნობილი მწერალი, ქართველების „მთის არწივი" ვაჟა-ფშაველა, იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლისს სოფელ ჩარგალში, მდინარე ჩარგლულას ნაპირზე, პატარა ქვითკირის სახლში.
ვაჟას მამა — პავლე რაზიკაშვილი, სოფლის მღვდელი იყო. სწორედ მან ჩაუნერგა პატარა ვაჟას წიგნების სიყვარული. დედა — ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილი, რომლის წყალობითაც ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. გულქანი მას საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა.
ვაჟა-ფშაველა 36 პოემის, 400-მდე ლექსის, ასევე პიესებისა და მოთხრობების ავტორია. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იგი შევიდა როგორც XIX საუკუნის გამორჩეული მწერალი.