შეიძლება ყავის მარცვალს ჰგავდეს: ექიმებმა ციროზის სიმპტომი დაასახელეს

© Pixabay / HansMartinPaulტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ისეთ მძიმე დაავადებაზე, როგორიცაა ღვიძლის ციროზი, შეიძლება ძალიან მოულოდნელი და სრულიად არასპეციფიკური სიმპტომები მიანიშნებდეს, წერს გამოცემა Express ბრიტანელ მედიკოსებზე დაყრდნობით.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაავადების განვითარებაზე შესაძლოა მეტყველებდეს პირღებინების დროს ამოყოლებული სისხლი, რომელიც შეიძლება იყოს კაშკაშა წითელი, ყავისფერი ან შავიც კი.

„ამოყოლებული სისხლი შეიძლება იყოს თხევადი ან შედარებით მყარი, ან ყავის მარცვალს ჰგავდეს“, — აცხადებენ ბრიტანელი მედიკოსები.

გარდა ამისა, მათი თქმით, გვიანი სტადიის ციროზზე ასევე შესაძლოა მეტყველებდეს შემდეგი ნიშნებიც:
კანისა და თვალის თეთრონების გაყვითლება;
კანის ქავილი;
მუქი ფერის შარდი და ფისოვანი განავალი;
სისხლჩაქცევები, რომლებიც ადვილად ჩნდება;
ფეხების ან მუცლის შეშუპება;
ლიბიდოს (სექსუალური ლტოლვის) დაქვეითება.
ამასთან სპეციალისტები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ადრეულ სტადიაზე ციროზს შესაძლოა საერთოდ არ ახლდეს სიმპტომები, ან ვლინდებოდეს ისეთი არასპეციფიკური ნიშნებით, როგორებიცაა: სისუსტე და დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევა, ცხვირიდან და ღრძილებიდან უმიზეზო სისხლდენა, ხშირი პირღებინება, მადის დაკარგვა და წონაში კლება.
გარდა ამისა, ექიმები ციროზის სიმპტომად მიიჩნევენ ხელისგულების გაწითლებასა და სხეულზე სისხლძარღვების „ვარსკვლავების“ გაჩენას.
ციროზი არის ღვიძლის ნებისმიერი ქრონიკული დაავადების პათოლოგიური საბოლოო სტადია და, როგორც წესი, ყალიბდება C და B ქრონიკული ჰეპატიტების, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებისა და ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების შედეგად.
ყველა ახალი ამბავი
0