Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

„ყველაზე გადამდები ვირუსი კაცობრიობის ისტორიაში" - ჩხაიძე „ომიკრონის" ქვეტიპებზე

CC BY 2.0 / NIAID / Syringe and Vaccineშპრიცი
შპრიცი  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
სპეციალისტის განცხადებით, ადრე ყველაზე გადამდებ ინფექციად წითელა ითვლებოდა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. „ომიკრონის“ შტამის ახალი ქვეტიპები В.А.4 и В.А.5, რომლებიც ამ ეტაპზე გავრცელებულია საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე გადამდებ ვირუსად მიიჩნევა, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველო კორონავირუსის მორიგი, მეშვიდე ტალღისთვის ემზადება. შემთხვევების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჯერ კიდევ ივნისში კვირაში ფიქსირდებოდა 500-600 ახალი შემთხვევა, ხოლო გასულ კვირაში 5.154 შემთხვევა გამოვლინდა.

„ინფიცირების მაჩვენებელი წინა თვეებთან შედარებით ათჯერ მეტია და იგი სწრაფად იზრდება. კორონავირუსის ამ შტამს ბევრი ვირუსოლოგი განიხილავს როგორც კაცობრიობის არსებობის მანძილზე ყველაზე სწრაფად გავრცელებად ვირუსს“, – განაცხადა ჩხაიძემ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

მისი თქმით, ადრე ყველაზე გადამდებ ინფექციად წითელა ითვლებოდა. წითელათი ინფიცირებულმა პირმა ინფექცია შეიძლება 18 ადამიანს გადასდოს. ანალოგიურ მაჩვენებელს მიუახლოვდა „ომიკრონის“ ახალი ქვეტიპები.
სპეციალისტმა კორონავირუსის გავრცელების კიდევ ერთ ფაქტორად ზაფხულის პერიოდი, გაზრდილი მობილობა და თავყრილობები დაასახელა. ჩხაიძის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ კვირაში ორმაგდება. ანალოგიური სურათი გვხვდება ევროპის ყველა ქვეყანაში, დასძინა მან.
ჩხაიძემ დადებითი უწოდა იმ ფაქტს, რომ ახალი ქვეტიპები ისეთი აგრესიულობით არ გამოირჩევა, როგორც, მაგალითად, „დელტა“. იგი კორონავირუსის ის მუტაციაა, რომელმაც საქართველოში ინფექციის გავრცელების მეოთხე და მეხუთე ტალღა გამოიწვია.
იმას, რომ აღნიშნული ქვეტიპები მსუბუქი მიმდინარეობისაა, მიუთითებს კლინიკების არცთუ დიდი გადატვირთვა. ჩხაიძის თქმით, დაბალია ლეტალობის მაჩვენებელიც.
ეპიდემიოლოგების აზრით, ქვეყანა ვირუსის გავრცელების მორიგ ფაზაში ოქტომბერში შევა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1.662.299 შემთხვევა. ვირუსი დაამარცხა 1.643.579-მა პირმა, გარდაიცვალა 16.844.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0