ანსამბლი „მარგალიტი“ ჰოლანდიელ მუსიკოსებთან ერთად კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / MURAD ORUJOVქართული ხალხური ანსამბლის კონცერტი
ქართული ხალხური ანსამბლის კონცერტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოსა და სხვა ქვეყნების ტრადიციული მუსიკის არანჟირებები.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში ანსამბლ „მარგალიტისა“ და ჰოლანდიელი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონცერტზე, რომელიც 15 ივლისს ჩატარდება, ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები შესრულდება.
ჰოლანდიელი მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული ანსამბლ „მერანის“ წევრები დირიჟორისა და ფოლკლორისტის ქეთი წიკლაურის მასტერ-კლასის მონაწილეები არიან. წიკლაური 2014 წლიდან ჰოლანდიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სადაც ანსამბლ „მერანს“ ხელმძღვანელობს.
ანსამბლი „მარგალიტი“ 2020 წელს დაარსდა, თუმცა კოლექტივის წევრებს ერთად სიმღერის 10-წლიანი ისტორია აქვთ.
დღეს „მარგალიტი“ 14 წევრისგან შედგება. ანსამბლის რეპერტუარი ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულების – საეკლესიო გალობის, ხალხური მუსიკისა და ქალაქური სიმღერის ნიმუშებს მოიცავს. ანსამბლს გამოცემული აქვს ერთი აუდიოალბომი. დისკის პრეზენტაცია და ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი 2021 წლის ნოემბერში გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0