https://sputnik-georgia.com/20220714/anastasia-satalovas-mkvlelobis-saqme-braldebulebs-ganaceni-gamoutanes-268538240.html
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს
Sputnik საქართველო
უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს, მის თანამზრახველს - 17 წელი, ხოლო პირს, რომელმაც ეჭვმიტანილი შეიფარა - ოთხი წელი
2022-07-14T22:01+0400
2022-07-14T22:01+0400
2022-07-14T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები ბექა ლატარია და ბიძინა ხასია დამნაშავედ ცნო.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლატარია ციხეში 20 წელს გაატარებს, ხასია კი 17 წელს.საქმის მესამე ბრალდებულს, ლევან რაჯაევს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.სასამართლოზე დამტკიცდა გამოძიების ვერსია, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს ლატარია და ხასია ავტომობილით მივიდნენ სახლთან, სადაც შატალოვა ცხოვრობდა. ლატარია ჩაუსაფრდა ქალს და მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შატალოვა მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ლატარია და ხასია მიიმალნენ.იმავე დღეს ხასია, რომელიც საქმის მესამე ფიგურანტის ლევან რაჯაევის სახლში იმალებოდა, სახლის გასაჩხრეკად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა და აივნიდან ხელყუმბარით ემუქრებოდა.ამ დროს მეგობარს რაჯაევი გამოექომაგა. სანამ ის ხელს უშლიდა პოლიციელებს ხასიას დაკავებაში, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა და პოლიციელების მისამართით ხელყუმბარა ისროლა. ხელყუმბარა ავტოფარეხს დაეცა, მაგრამ არ აფეთქებულა. ლატარია, რაჯაევი და ხასია დააკავეს.ანასტასია შატალოვაშატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა გასულ წელს მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.მოგვიანებით შატალოვამ ბავშვზე მეურვეობის შესახებ სასამართლო დავა მოიგო, ხოლო ბერიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა, რაც შატალოვას ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანასტასია შატალოვა მკვლელობა საქმე განაჩენი
ანასტასია შატალოვა მკვლელობა საქმე განაჩენი
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმე: ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს
22:01 14.07.2022 (განახლებულია: 22:28 14.07.2022) უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წელი მიუსაჯეს, მის თანამზრახველს – 17 წელი, ხოლო პირს, რომელმაც ბრალდებული შეიფარა – ოთხი წელი.
თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულები ბექა ლატარია და ბიძინა ხასია დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლატარია ციხეში 20 წელს გაატარებს, ხასია კი 17 წელს.
საქმის მესამე ბრალდებულს, ლევან რაჯაევს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლოზე დამტკიცდა გამოძიების ვერსია, რომ 2021 წლის 18 ოქტომბერს ლატარია და ხასია ავტომობილით მივიდნენ სახლთან, სადაც შატალოვა ცხოვრობდა. ლატარია ჩაუსაფრდა ქალს და მის მიერ უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შატალოვა მიღებული ტრავმებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ლატარია და ხასია მიიმალნენ.
იმავე დღეს ხასია, რომელიც საქმის მესამე ფიგურანტის ლევან რაჯაევის სახლში იმალებოდა, სახლის გასაჩხრეკად მისულ პოლიციელებს თავს დაესხა და აივნიდან ხელყუმბარით ემუქრებოდა.
ამ დროს მეგობარს რაჯაევი გამოექომაგა. სანამ ის ხელს უშლიდა პოლიციელებს ხასიას დაკავებაში, ეს უკანასკნელი აივნიდან გადახტა და პოლიციელების მისამართით ხელყუმბარა ისროლა. ხელყუმბარა ავტოფარეხს დაეცა, მაგრამ არ აფეთქებულა. ლატარია, რაჯაევი და ხასია დააკავეს.
შატალოვას შესახებ საზოგადოებაში ცნობილი გახდა გასულ წელს მის მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებისთვის მიცემული ინტერვიუების შემდეგ, რომელშიც ქალი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძესთან კონფლიქტზე საუბრობდა, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავდა.
მოგვიანებით შატალოვამ ბავშვზე მეურვეობის შესახებ სასამართლო დავა მოიგო, ხოლო ბერიძის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის შემდეგ მისი მცირეწლოვანი შვილი მამის, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადავიდა, რაც შატალოვას ოჯახისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.