საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს

© Sputnik / Alexander Imedashviliზაფხულის ცხელი დღეები თბილისში
ზაფხულის ცხელი დღეები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2022
გამოწერა
დედაქალაქში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ჰაერი 38 გრადუსამდე გათბება.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები უახლოესი დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ცვალებად და ნალექიან ამინდს, ხოლო აღმოსავლეთში ძლიერ სიცხეს პროგნოზირებენ. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 20 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +31 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში სინოპტიკოსები ცხელ და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34, +39 გრადუსს მიაღწევს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსამდე მოიმატებს.
ყველა ახალი ამბავი
0