https://sputnik-georgia.com/20220713/xelisufleba-arasamtavrobo-samoqalaqo-seqtoris-gadawyvetilebaze-268481429.html
„არასამთავრობოები შეცდომებს ასწორებენ" - ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილებაზე
„არასამთავრობოები შეცდომებს ასწორებენ" - ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილებაზე
Sputnik საქართველო
რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ეფექტურ ჩართვას ითვალისწინებს. 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T16:41+0400
2022-07-13T16:41+0400
2022-07-13T21:07+0400
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383772_0:316:3077:2047_1920x0_80_0_0_28e858dba3bde3f6ef61b038b6615142.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო სექტორი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძემ.ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის რეკომენდაციების „დროული და სრულფასოვანი" შესრულების პროცესში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აქციებზე მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ქვეყანაში ახალი ტექნიკური კაბინეტის შექმნა ეროვნული თანხმობით.„ეს ცოტა უცნაურად, თუ არა უხერხულად გამოიყურებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ეს პოზიცია შეიცვალეს – მიხვდნენ საკუთარ შეცდომას, რაც კარგია და მისასალმებელია", – განაცხადა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ ასე ისინი მოახერხებენ პოზიციის შენარჩუნებას, რომელიც დაკავშირებულია არასამთავრობო სექტორის პოზიციონირებასთან და არა პოლიტიკურ მოთხოვნებათან.შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, და თუ მათ აღიარეს შეცდომა და განაგრძობენ მუშაობას, ეს ძალიან კარგია, მიიჩნევს დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" სანდრო რაქვიაშვილი.რაქვიაშვილის განცხადებით, მთლიანობაში ძალიან კარგია, თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები ჩაერთვებიან ამ პროცესში, რადგან რაც უფრო მეტი ჩაერთვება, მით უფრო ლეგიტიმური იქნება პროცესი.ევროპულმა საბჭომ უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადყოფნა გამოთქვა, ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულდება.ევროკომისიამ აღნიშნა, რომ დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ანგარიშს 2022 წლის ბოლოს წარმოადგენს.„ქართულმა ოცნებამ" უკვე შეიმუშავა 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.წამოყენებულ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.არასამთავრობო ორგანიზაციების როლიევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნქტი ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ეფექტურ ჩართვას ითვალისწინებს.არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა ამ პროცესში, მათი რეკომენდაციების მოსმენა და გათვალისწინება მთლიანად პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი. ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში.მთავრობის ინიციატივით, პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის კოორდინაციასა და ეფექტურ მონაწილეობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აიღო.ნაბიჯი პოლარიზაციის შესამცირებლად: რა შესთავაზა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას>>არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" სპიკერმა მარიამ ჩიტიშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვა, მათი რეკომენდაციების და გამოცდილების წარდგენა აუცილებელია, რათა 12 პუნქტი დროულად და ეფექტურად შესრულდეს.განცხადებაზე ხელმომწერმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. მათ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიმართეს, რათა უმოკლეს ვადებში შედგეს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სადაც მოხდება მოსაზრებების გაცვლა არასამთავრობოების ჩართვის ფორმატსა და შემდგომ სამუშაო პროცედურებზე.განცხადებას ხელი მოაწერა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: „დემოკრატიის ინდექსი საქართველო", „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", „საქართველოს სასამართლოს გუშაგი", „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია" და „მედიაომბუდსმენი".
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383772_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_2a76de6da05023a7d42a3475fd0dae29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
„არასამთავრობოები შეცდომებს ასწორებენ" - ხელისუფლება სამოქალაქო სექტორის გადაწყვეტილებაზე
16:41 13.07.2022 (განახლებულია: 21:07 13.07.2022) რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტი ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ეფექტურ ჩართვას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. არასამთავრობო სექტორი დაშვებული შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან მიხეილ სარჯველაძემ.
ასეთი კომენტარი გააკეთა დეპუტატმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაზე, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს, მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის რეკომენდაციების „დროული და სრულფასოვანი" შესრულების პროცესში, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად არის აუცილებელი.
„იქ არის რამდენიმე ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ცოტა ხნის წინ საკუთარი ქმედებით ეჭვი გააჩინა, რამდენად არიან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ და ემზადებოდნენ ე.წ. ტექნიკურ მთავრობაში მოსახვედრად", – განაცხადა სარჯველაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. აქციებზე მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და ქვეყანაში ახალი ტექნიკური კაბინეტის შექმნა ეროვნული თანხმობით.
„ეს ცოტა უცნაურად, თუ არა უხერხულად გამოიყურებოდა. ახლა, როგორც ჩანს, ეს პოზიცია შეიცვალეს – მიხვდნენ საკუთარ შეცდომას, რაც კარგია და მისასალმებელია", – განაცხადა სარჯველაძემ და აღნიშნა, რომ ასე ისინი მოახერხებენ პოზიციის შენარჩუნებას, რომელიც დაკავშირებულია არასამთავრობო სექტორის პოზიციონირებასთან და არა პოლიტიკურ მოთხოვნებათან.
შეცდომა ყველამ შეიძლება დაუშვას, და თუ მათ აღიარეს შეცდომა და განაგრძობენ მუშაობას, ეს ძალიან კარგია, მიიჩნევს დეპუტატი ოპოზიციური პარტია „გირჩიდან" სანდრო რაქვიაშვილი.
რაქვიაშვილის განცხადებით, მთლიანობაში ძალიან კარგია, თუ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები ჩაერთვებიან ამ პროცესში, რადგან რაც უფრო მეტი ჩაერთვება, მით უფრო ლეგიტიმური იქნება პროცესი.
ევროპულმა საბჭომ უფრო ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადყოფნა გამოთქვა, ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი წარმოდგენილი პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიამ აღნიშნა, რომ დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ანგარიშს 2022 წლის ბოლოს წარმოადგენს.
„ქართულმა ოცნებამ" უკვე შეიმუშავა 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.
წამოყენებულ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციების როლი
ევროკომისიის რეკომენდაციების მეათე პუნქტი ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო სექტორის ეფექტურ ჩართვას ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს სამოქალაქო სექტორის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.
მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობა ამ პროცესში, მათი რეკომენდაციების მოსმენა და გათვალისწინება მთლიანად პროცესისთვის არის მნიშვნელოვანი. ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
მთავრობის ინიციატივით, პასუხისმგებლობა სამოქალაქო სექტორის კოორდინაციასა და ეფექტურ მონაწილეობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აიღო.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" სპიკერმა მარიამ ჩიტიშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვა, მათი რეკომენდაციების და გამოცდილების წარდგენა აუცილებელია, რათა 12 პუნქტი დროულად და ეფექტურად შესრულდეს.
განცხადებაზე ხელმომწერმა ორგანიზაციებმა დაადასტურეს, რომ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში. მათ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს მიმართეს, რათა უმოკლეს ვადებში შედგეს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სადაც მოხდება მოსაზრებების გაცვლა არასამთავრობოების ჩართვის ფორმატსა და შემდგომ სამუშაო პროცედურებზე.
განცხადებას ხელი მოაწერა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: „დემოკრატიის ინდექსი საქართველო", „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი", „საქართველოს სასამართლოს გუშაგი", „საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია" და „მედიაომბუდსმენი".