https://sputnik-georgia.com/20220713/ungretma-energetikasi-sagangebo-mdgomareoba-gamoacxada-268499262.html
უნგრეთმა ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
უნგრეთმა ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T23:41+0400
2022-07-13T23:41+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
უნგრეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/07/241760781_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_020de7204f007b60b359d5826e6e926f.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. უნგრეთის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იუწყება РИА Новости უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ გერგეი გუიაშზე დაყრდნობით.დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიულით ჩანაცვლების შესახებ.მისი თქმით, ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ შემოდგომა-ზამთრის გათბობის სეზონზე ევროპას, დიდი ალბათობით, გაზის დეფიციტი შეექმნება.გუიაშმა ასევე ისაუბრა ევროპაში ფასების ზრდაზე. წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა, გაზი კი ექვსჯერ გაძვირდა.„ამას ბოლო არ უჩანს, დღითი დღე გაზის ფასი ახალ რეკორდებს ამყარეებს.. უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა“, - განაცხადა გუიაშმა.როგორც ადრე საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები დამატებით (გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებულის გარდა) 700 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე. ამჟამად უნგრეთში გაზსაცავები 44%-ით არის შევსებული.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24176/07/241760781_334:0:5667:4000_1920x0_80_0_0_dd2871c71a6291da82d73b705580098e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი ენერგეტიკა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადება
უნგრეთი ენერგეტიკა საგანგებო მდგომარეობა გამოცხადება
უნგრეთმა ენერგეტიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
23:41 13.07.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. უნგრეთის მთავრობამ ენერგეტიკის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იუწყება РИА Новости უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ გერგეი გუიაშზე დაყრდნობით.
დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან ერთად, სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები რუსული ენერგომატარებლების ალტერნატიულით ჩანაცვლების შესახებ.
„უნგრეთის ოჯახების დასაცავად და ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად უნგრეთის მთავრობა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, ენერგეტიკულ სექტორში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს“, - განაცხადა გუიაშმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ შემოდგომა-ზამთრის გათბობის სეზონზე ევროპას, დიდი ალბათობით, გაზის დეფიციტი შეექმნება.
გუიაშმა ასევე ისაუბრა ევროპაში ფასების ზრდაზე. წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ღირებულება ხუთჯერ გაიზარდა, გაზი კი ექვსჯერ გაძვირდა.
„ამას ბოლო არ უჩანს, დღითი დღე გაზის ფასი ახალ რეკორდებს ამყარეებს.. უნგრეთის მთავრობამ ენერგომატარებლებისა და შეშის ექსპორტი აკრძალა“, - განაცხადა გუიაშმა.
როგორც ადრე საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, უნგრეთმა დაიწყო მოლაპარაკებები დამატებით (გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებულის გარდა) 700 მილიონი კუბური მეტრი გაზის შესყიდვაზე. ამჟამად უნგრეთში გაზსაცავები 44%-ით არის შევსებული.