უკანონო მშენებლობების დემონტაჟის მორიგი ტალღა ე.წ. აფრიკის დასახლებაში

© Sputnik / Alexander Imedashviliმუნიციპალური სამსახური
მუნიციპალური სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
ე.წ. აფრიკის დასახლებაში მსგავსი ფაქტი პირველი არ არის, შესაბამისმა სამსახურმა დაახლოებით ერთი წლის წინ აქ 12-მდე უნებართვო ნაგებობა აიღო.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებარე სამი კაპიტალური შენობა, ორი ხის კონსტრუქცია და ერთი საძირკველი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამართალდამრღვევები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ უკანონო შენობების დემონტაჟი თავად მოეხდინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მერია დემონტაჟს საკუთარი ძალებით განახორციელებდა.
კანონის თანახმად, მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე უკანონო მშენებლობის დემონტაჟი, სადაც მობინადრეები არ ცხოვრობენ. რაც შეეხება უკვე შესახლებულ შენობებს, მათზე სხვა საკანონმდებლო წესი მოქმედებს, რაც მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება.
როგორც ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0