https://sputnik-georgia.com/20220713/tvitter-ilon-maski-268471793.html
Tvitter-ი ილონ მასკს უჩივის: სარჩელი უკვე სასამართლოშია
Tvitter-ი ილონ მასკს უჩივის: სარჩელი უკვე სასამართლოშია
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კომპანია Twitter-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მილიარდერ ილონ მასკის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა კომპანიის 44 მილიარდ... 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T13:03+0400
2022-07-13T13:03+0400
2023-07-20T15:45+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
twitter
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262645360_0:0:2941:1654_1920x0_80_0_0_7a809b71a8a5d4d3aff8cea5a5ee5323.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კომპანია Twitter-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მილიარდერ ილონ მასკის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმებაზე, იუწყება გაზეთი The Guardian.როგორც Twitter-ში აცხადებენ, კომპანიას სურს აიძულოს მასკი, „შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები და შერწყმის ოპერაცია დაასრულოს“.სარჩელში ხაზგასმულია, რომ შეთანხმებიდან მასკის გასვლის სტრატეგია — „ფარისევლობის ნიმუშია“, და მილიარდერს კომპანია „საზოგადოების შეცდომაში შემყვან შეტევებში“ ადანაშაულებს.Twitter-მა მასკისგან სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შეთავაზება აპრილის ბოლოს მიიღო. მაისის შუა რიცხვებში კი მილიარდერმა განაცხადა, რომ გარიგებას აჩერებდა მანამ, სანამ Twitter-ი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების რაოდენობის საკითხს არ გაარკვევდა. როგორც „ტვიტერი“ ამტკიცებდა, ყალბი ანგარიშების წილი 5%-ზე მეტი არ იყო, მასკი კი ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმ 20%-ია.საბოლოოდ ილონ მასკმა 8 ივლისს უარი განაცხადა Twitter-ის შეძენაზე. როგორც მილიარდერის ადვოკატებმა განაცხადეს, ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებული ვითარების გარდა, ბიზნესმენი უკმაყოფილოა იმითაც, რომ Twitter-მა მაღალი რგოლის ხელმძღვანელები და ნიჭიერი ხალხის მიზიდვაზე მომუშავე გუნდის ერთი მესამედი გაათავისუფლა, რითაც დაარღვია ვალდებულება – „პრაქტიკულად ხელუხლებლად შეენარჩუნებინა მატერიალური კომპონენტები“.წყარო: The Guardian
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262645360_0:0:2615:1961_1920x0_80_0_0_2b3ed8aa46c78fbbe604d0774a9797f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, twitter, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, twitter, მსოფლიოს ახალი ამბები
Tvitter-ი ილონ მასკს უჩივის: სარჩელი უკვე სასამართლოშია
13:03 13.07.2022 (განახლებულია: 15:45 20.07.2023) თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. კომპანია Twitter-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანა მილიარდერ ილონ მასკის წინააღმდეგ, რომელმაც უარი თქვა კომპანიის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შესახებ შეთანხმებაზე, იუწყება გაზეთი The Guardian.
როგორც Twitter-ში აცხადებენ, კომპანიას სურს აიძულოს მასკი, „შეასრულოს თავისი სამართლებრივი ვალდებულებები და შერწყმის ოპერაცია დაასრულოს“.
სარჩელში ხაზგასმულია, რომ შეთანხმებიდან მასკის გასვლის სტრატეგია — „ფარისევლობის ნიმუშია“, და მილიარდერს კომპანია „საზოგადოების შეცდომაში შემყვან შეტევებში“ ადანაშაულებს.
„მასკმა Twitter-თან შერწყმის შესახებ სავალდებულო შეთანხმება გააფორმა და პირობა დადო, რომ ყველა ძალისხმევას მოახმარდა გარიგების დასრულებას. ახლა, სამ თვეზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, მასკი უარს ამბობს Twitter-ისა და მისი აქციონერების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე, რადგან მის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება უკვე აღარ ემსახურება მისივე პირად ინტერესებს“, — ნათქვამია სარჩელში.
Twitter-მა მასკისგან სოციალური ქსელის 44 მილიარდ დოლარად შესყიდვის შეთავაზება აპრილის ბოლოს მიიღო. მაისის შუა რიცხვებში კი მილიარდერმა განაცხადა, რომ გარიგებას აჩერებდა მანამ, სანამ Twitter-ი სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების რაოდენობის საკითხს არ გაარკვევდა. როგორც „ტვიტერი“ ამტკიცებდა, ყალბი ანგარიშების წილი 5%-ზე მეტი არ იყო, მასკი კი ირწმუნება, რომ ეს მაჩვენებელი მინიმუმ 20%-ია.
საბოლოოდ ილონ მასკმა 8 ივლისს უარი განაცხადა Twitter-ის შეძენაზე. როგორც მილიარდერის ადვოკატებმა განაცხადეს, ყალბ ანგარიშებთან დაკავშირებული ვითარების გარდა, ბიზნესმენი უკმაყოფილოა იმითაც, რომ Twitter-მა მაღალი რგოლის ხელმძღვანელები და ნიჭიერი ხალხის მიზიდვაზე მომუშავე გუნდის ერთი მესამედი გაათავისუფლა, რითაც დაარღვია ვალდებულება – „პრაქტიკულად ხელუხლებლად შეენარჩუნებინა მატერიალური კომპონენტები“.