https://sputnik-georgia.com/20220713/tbilissi-dasaqmebis-forumi-gaimarta-ramdeni-vakansia-iyo-warmodgenili-268494846.html
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა: რამდენი ვაკანსია იყო წარმოდგენილი
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა: რამდენი ვაკანსია იყო წარმოდგენილი
Sputnik საქართველო
ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ხელშეწყობაა.
2022-07-13T20:20+0400
2022-07-13T20:20+0400
2022-07-13T22:03+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/12/242611203_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_f4a79aba300181d29e59fbbbd7d7a771.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი“ გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა, ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება.ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია, თუ რამდენმა სამუშაოს მაძიებელმა შეძლო დასაქმება ღონისძიების წყალობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24261/12/242611203_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_fcad1d79cb207dd45eec8a3b89ca192c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დასაქმება ფორუმი ვაკანსია რაოდენობა
თბილისი დასაქმება ფორუმი ვაკანსია რაოდენობა
თბილისში დასაქმების ფორუმი გაიმართა: რამდენი ვაკანსია იყო წარმოდგენილი
20:20 13.07.2022 (განახლებულია: 22:03 13.07.2022) ღონისძიების მიზანი პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობაა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ფორუმზე 80-ზე მეტმა ორგანიზაციამ ათასზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით „პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი“ გუშინ სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა.
ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო ველთაურმა განაცხადა, ფორუმი მასშტაბური იყო, რაც შედეგებზე დადებითად აისახება.
„ღონისძიებას 400-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი ეწვია. ამ ტიპის ფორუმები მსურველებს დასაქმებაში ეხმარება, რადგან აქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდნენ დამსაქმებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია აქტიური ვაკანსიებზე და, რა თქმა უნდა, კომპანიების წარმომადგენლებს საკუთარი კვალიფიკაციის შესახებ გაუზიარონ ინფორმაცია“, – განაცხადა ველთაურმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ნინო ველთაური, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი, პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ქიტიაშვილი, კოლეჯების კურსდამთავრებულები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია, თუ რამდენმა სამუშაოს მაძიებელმა შეძლო დასაქმება ღონისძიების წყალობით.