საბერძნეთში 23 წლის ქართველი დაჭრეს

© AFP 2024 / ANGELOS TZORTZINISსაბერძნეთის პოლიცია
საბერძნეთის პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი, შესაძლოა, ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საბერძნეთში, კიმეიოს მოედანზე სროლის შედეგად 23 წლის ქართველი მამაკაცი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.
შემთხვევა არისტოტელეს უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მისმა ორმა მეგობარმა მიიყვანა. მამაკაცს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
დაზარალებულის განცხადებით, მას ორი უცნობი მოულოდნელად დაესხა თავს და ფეხებში ესროლა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი, შესაძლებელია, ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს, რადგან დაშავებული, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქეობა აქვს, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკების საქმეებში ფიგურირებდა. მას ყაჩაღობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული და ციხიდან ერთი თვის წინ გათავისუფლდა.
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ 8 პირი დააკავა. აღნიშნული პირები მოგვიანებით გაათავისუფლეს, რადგან ინციდენტში მათი მონაწილეობა არ დადასტურდა.
ყველა ახალი ამბავი
0