Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხელფასი 40 ლარი იყო. მაშინ მივხვდი, რომ...“ - რუსკა მაყაშვილი

© courtesy of Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
მსახიობმა და ტელეწამყვანმა რუსკა მაყაშვილმა ფინანსების სწორად გადანაწილებაზე და ფულის პრაგმატულად ხარჯვაზე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
რუსკა მაყაშვილი და სანდრო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2022
ყვითელი ამბები
„საქართველოში არაფერი ფასდება ისე, როგორც ადამიანები იმსახურებენ...“ - რუსკა მაყაშვილი

„ჩემი პირველი ხელფასი 40 ლარი იყო. სტუდენტურ სპექტაკლში ვითამაშე. მაშინ თეატრალურში ჩაბარებულიც არ მქონდა, მოსამზადებელი პერიოდი იყო. ეს 40 ლარი „მაკდონალდსში“ დავხარჯე. გულწრფელად ვამბობ, მართლა საოცარი შეგრძნება იყო – რაღაც გავაკეთე, ვიმუშავე და ჰონორარი ავიღე. უდიდესი სიამოვნება მივიღე. თავი ძალიან მაგარი მეგონა. პრინციპში, მაშინ „მოვიწამლე“ ამ შეგრძნებით და მას შემდეგ სულ მინდოდა, რომ საკუთარი გამომუშავებული ფული მქონოდა“, – ამბობს რუსკა.

მისი თქმით, სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ არასდროს არავის ხარჯზე არ იცხოვრებდა და ყოველთვის საკუთარ თავზე იქნებოდა დამოკიდებული.

„პირველად ვიგრძენი, რამხელა სიამოვნებაა, როცა ფულს საყვარელი საქმით გამოიმუშავებ", – ამბობს ინტერვიუში რუსკა მაყაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0