რაგბი: საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

© photo: Sputnik / Stringerრაგბის ბურთი
რაგბის ბურთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან გამარჯვებით 0,72 ქულა გამოიმუშავა და ჯამში 74,51 ქულა დააგროვა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იტალიასთან გამარჯვების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა.
„ბორჯღალოსნებმა“ მსოფლიო რეიტინგში იტალიას და სამოას გადაუსწრეს და ამ დროისათვის მე-12 ადგილზე იმყოფებიან. საქართველოს ნაკრებმა ბათუმში დაფიქსირებული შედეგის წყალობით 0,72 ქულა გამოიმუშავა და ჯამში 74,51 ქულა დააგროვა. იტალია 73,29 ქულით მე-14 საფეხურზე აღმოჩნდა და წინ სამოა (74,21) გაუშვა, რომელმაც გასულ კვირაში ტონგას მოუგო (34:18).
ცვლილებები განხორციელდა რეიტინგის პირველ ათეულშიც, სადაც პირველი ადგილი საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა დაიკავა.
მსოფლიო რაგბის რეიტინგი:
1.
საფრანგეთი – 89.41
2.
ირლანდია – 88.79
3.
სამხრეთ აფრიკა – 88.61
4.
ახალი ზელანდია – 88.17
5.
ინგლისი – 85.14
6.
ავსტრალია – 83.28
7.
შოტლანდია – 82.99
8.
უელსი – 81.28
9.
არგენტინა – 79.39
10.
იაპონია – 77.74
11.
ფიჯი – 76.62
12.
საქართველო – 74.51
13.
სამოა – 74.21
14.
იტალია – 73.29
15.
ესპანეთი – 69.27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბათუმში 10 ივლისს ზაფხულის სერიების ეგიდით რიგით მეორე ტესტ-მატჩი იტალიის წინააღმდეგ ანგარიშით 28:19 მოიგო.
„ბორჯღალოსნები“ ზაფხულის მატჩებს შინ 2015 წლის „თბილისის თასის“ შემდეგ პირველად ატარებენ – ორს ქუთაისში და ერთს ბათუმში. 3 ივლისს საქართველო არგენტინა XV-ს შეხვდა (საქართველო 24:30 დამარცხდა), 10 ივლისს ბათუმში იტალიას უმასპინძლა, 16 ივლისს კი ქუთაისში პორტუგალიის ნაკრებს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0