https://sputnik-georgia.com/20220713/qartuli-ocnebis-rigebi-kidev-samma-deputatma-datova-268495183.html
„ქართული ოცნების“ რიგები კიდევ სამმა რეგიონულმა დეპუტატმა დატოვა
„ქართული ოცნების“ რიგები კიდევ სამმა რეგიონულმა დეპუტატმა დატოვა
Sputnik საქართველო
მოკლე დროში საქართველოს მმართველი პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე ცხრა ადამიანმა მიიღო - ყველა მათგანი დეპუტატია
2022-07-13T20:36+0400
2022-07-13T20:36+0400
2022-07-13T22:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328503_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_e9244b7ef79ec1a9ac5a39b711d841be.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ადგილობრივი სათათბირო ორგანოების კიდევ სამმა დეპუტატმა – გია ჭელიშვილმა, იმედა მღებრიშვილმა და ლევან კოჭლოშვილმა დატოვა.ჭელიშვილმა, მღებრიშვილმა და კოჭლოშვილმა თანამდებობები საკრებულოშიც დატოვეს. ჭელიშვილი ასპინძის რაიონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო, მღებრიშვილს კი იგივე თანამდებობა ადიგენის რაიონის საკრებულოში ეკავა. ლევან კოჭლოშვილი თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.მათ მიბაძეს „ქართული ოცნების" სამ ლიდერს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.დეპუტატის თქმით, ის აპირებს შეუერთდეს იმ ადამიანებს, ვინც „მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“.ძალიან რთულია ჩუმად უყურო, თუ როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი ლობისტები, დაწერა, თავის მხრივ, ჭელიშვილმა სოციალურ ქსელში.დეპუტატმა ასევე ჩამოთვალა რამდენიმე ევროპარლამენტის დეპუტატის გვარი, რომლებიც, მისი თქმით, ევროპელები და ევროპის სახეები არიან და ამავდროულად „ნაციონალურ მოძრაობას“ მფარველობენ.მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის თქმა, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის.ჭელიშვილის თქმით, „ზოგიერთი ვითომ ევროპელი“ საქართველოს და ქართველ ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკება, ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის.„სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა ვასალობას“, – აღნიშნა გია ჭელიშვილმა.მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „სიმართლის თქმის“ სურვილის გამო „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ მისი ერთგული დარჩნენ: ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძე, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, თერჯოლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ომარ ჯიხვაშვილი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი.მათაც გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რადგან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ყაველაშვილის ღია წერილზე ელჩის რეაქცია.8 ივლისს ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მთავრობის დამხობის შესახებ ოპოზიციის მოწოდებებზე, სანქციებისა და ომის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ.ყაველაშვილმა ელჩი დაადანაშაულა უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, მას წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის შეთქმულების თეორიებით არის სავსე და აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, როცა დეპუტატს არ ესმის მისი ქვეყნის როლი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328503_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_99562c0cb09d8adc3d49795590e17a05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„ქართული ოცნება“ რიგები დატოვება 3 დეპუტატი გია ჭელიშვილი იმედა მღებრიშვილი ლევან კოჭლოშვილი
„ქართული ოცნება“ რიგები დატოვება 3 დეპუტატი გია ჭელიშვილი იმედა მღებრიშვილი ლევან კოჭლოშვილი
„ქართული ოცნების“ რიგები კიდევ სამმა რეგიონულმა დეპუტატმა დატოვა
20:36 13.07.2022 (განახლებულია: 22:13 13.07.2022) მოკლე დროში საქართველოს მმართველი პარტიიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე ცხრა ადამიანმა მიიღო, ყველა მათგანი რეგიონებში ადგილობრივი დეპუტატია.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ადგილობრივი სათათბირო ორგანოების კიდევ სამმა დეპუტატმა – გია ჭელიშვილმა, იმედა მღებრიშვილმა და ლევან კოჭლოშვილმა დატოვა.
ჭელიშვილმა, მღებრიშვილმა და კოჭლოშვილმა თანამდებობები საკრებულოშიც დატოვეს. ჭელიშვილი ასპინძის რაიონის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო, მღებრიშვილს კი იგივე თანამდებობა ადიგენის რაიონის საკრებულოში ეკავა. ლევან კოჭლოშვილი თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო.
მათ მიბაძეს „ქართული ოცნების" სამ ლიდერს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ პარტიის, საპარლამენტო უმრავლესობისა და პარლამენტში თანამდებობების დატოვება გადაწყვიტეს. მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ წასვლის მთავარ მიზეზად ის დაასახელეს, რომ აქვთ სურვილი, საზოგადოებას მიმდინარე მოვლენებზე მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.
„საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე, რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები, რაც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა, მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია „ქართულ ოცნებას“, – დაწერა მღებრიშვილმა სოციალურ ქსელში.
დეპუტატის თქმით, ის აპირებს შეუერთდეს იმ ადამიანებს, ვინც „მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“.
ძალიან რთულია ჩუმად უყურო, თუ როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი უცხოელი ლობისტები, დაწერა, თავის მხრივ, ჭელიშვილმა სოციალურ ქსელში.
დეპუტატმა ასევე ჩამოთვალა რამდენიმე ევროპარლამენტის დეპუტატის გვარი, რომლებიც, მისი თქმით, ევროპელები და ევროპის სახეები არიან და ამავდროულად „ნაციონალურ მოძრაობას“ მფარველობენ.
„იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მფარველი და ეხმარებოდე მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში, ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე, რასაც სჩადიოდა წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იყო დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება, რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს“, – დაწერა ჭელიშვილმა.
მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის თქმა, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის.
ჭელიშვილის თქმით, „ზოგიერთი ვითომ ევროპელი“ საქართველოს და ქართველ ხალხს „ყურის აწევით“ ელაპარაკება, ცდილობს ტოლობის ნიშანი დასვას „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის.
„სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა ვასალობას“, – აღნიშნა გია ჭელიშვილმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე „სიმართლის თქმის“ სურვილის გამო „ქართული ოცნება“ დატოვეს, მაგრამ მისი ერთგული დარჩნენ: ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძე, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძე, თერჯოლის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ომარ ჯიხვაშვილი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი.
მათაც გააკრიტიკეს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რადგან მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ყაველაშვილის ღია წერილზე ელჩის რეაქცია.
8 ივლისს ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, მკაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ, მთავრობის დამხობის შესახებ ოპოზიციის მოწოდებებზე, სანქციებისა და ომის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებებზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებდნენ საქართველოს კონფლიქტში ჩართვისკენ.
ყაველაშვილმა ელჩი დაადანაშაულა უმოქმედობაში ოპოზიციის პროვოკაციული განცხადებების დროს და პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ აფინანსებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს და მასმედიას საქართველოში.
როგორც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, მას წერილი ბოლომდე არც წაუკითხავს, რადგან ის შეთქმულების თეორიებით არის სავსე და აღნიშნა, რომ მისთვის დასანანია, როცა დეპუტატს არ ესმის მისი ქვეყნის როლი.