Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ხათუნას მესამე შვილია, მგონი ჩემზე ძალიან უყვარს... ერთად სძინავთ“ - ნინი ქარსელაძე

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
მომღერალმა ნინი ქარსელაძემ შოუ „ღამის პრაიმ-ტაიმში” მაყურებელს თავისი ოთხფეხა მეგობარი მიმი გააცნო. როგორც ქარსელაძემ თქვა, ძაღლი მათი ოჯახის სრულფასოვანი წევრია, დედამისთან ერთად სძინავს და სწორედ მან შეუმსუბუქა ხათუნა ჟორდანიას მძიმე პერიოდი.
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
ყვითელი ამბები
„შენ სიყვარული მასწავლე და წახვედი“ - ნინი ქარსელაძე მილიონერ ქმარს უმღერის - ვიდეო

„მიმი ჩემს ცხოვრებაში მოვიდა 9 წლის წინ. ძალიან რთული მოსავლელები არიან, მას სჭირდება თვეში ერთხელ სალონში წასვლა, კბილების გამოხეხვა, რაღაც დეტალები. ფაქტობრივად კიდევ ერთი შვილია. ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანია. ჩვენი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, ხათუნას მესამე შვილია. მგონი, ჩემზე ძალიან უყვარს, ერთად სძინავთ“, – ამბობს ნინი.

მისი თქმით, ჯერ კიდევ სანამ დედის ავადმყოფობას შეიტყობდნენ, ძაღლი ფილტვთან უწვებოდა ხათუნას და დღემდე ასე წევს.

„ზუსტად იმ ადგილზე ჩაუძვრება და ასე უწევს. ეს პერიოდი დედაჩემს მიმიმ გადაატანინა მარტივად, ეს რომ არ იყოს, ჩვენი ოჯახის ცხოვრება მე აღარ წარმომიდგენია”, – ამბობს ნინი ქარსელაძე.

ყველა ახალი ამბავი
0