მიმოხილვა: მოკავშირეთა ძალების შეტევა სევერსკისა და სლავიანსკისკენ

© Ministry of Defense of the Russia / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
მოკავშირეთა ჯარების შეტევის ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ სევერსკს ტოვებენ და უკან იხევენ სლავიანსკის მიმართულებით, რომელიც ასევე მდებარეობს ცეცხლოვან ნახევარწრეში – ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. უკრაინული ძალები უკან იხევენ კიევის სურვილის მიუხედავად, წარმოაჩინოს დონბასში დასავლური იარაღის მიწოდებისა და აშშ-ის ლენდ-ლიზის ეფექტურობა.
უკრაინის შეიარაღებული ფორმირებები ბრძოლებით გადიან სევერსკიდან გარეუბნებში, რათა ალყაში არ მოექცნენ. რუსული ჯარები და ლუგანსკის ძალები ცდილობენ ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ჩაკეტონ „მარწუხები“. სევერსკის დაკარგვა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ნიშნავს კონტროლის დაკარგვას მდინარე სევერსკი დონეცის მარჯვენა სანაპიროს მნიშვნელოვან ტერიტორიაზე და შტურმის დაწყებას სლავიანსკო-კრამატორსკის გამაგრებულ მხარეზე.
სლავიანსკის აღმოსავლეთით და სამხრეთით მოკავშირეთა ძალები დინამიურად მიიწევენ წინ და ათავისუფლებენ დასახლებებს. სლავიანსკის ჩრდილოეთით ბრძოლები ყოველი ასი მეტრისთვის მიმდინარეობს. მოწინააღმდეგე უზარმაზარ ზარალს განიცდის და ტერიტორიის შესანარჩუნებლად მუდმივად ყრის მობილიზებულ რეზერვისტებს ცეცხლში. უკრაინული წყაროების თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად 500-მდე ადამიანს კარგავს, თუმცა ბრძოლების მკაცრ რეალობაში დანაკარგების აღრიცხვა ძნელია. რუსული ჯარები უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამაგრებულ ტერიტორიებს „სოლნცეპიოკით“ ანადგურებენ სევერსკთან ახლოს.
კიევი ვეღარ მალავს საზარელ დანაკარგებს და ამას დეზერტირებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს მიაწერს. ამავდროულად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ჯარებისგან ყველა მიმართულებით კონტრშეტევის გააქტიურებას მოითხოვს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთს 20 ივლისამდე თუნდაც რაიმე შედეგი აჩვენოს, როცა „რამშტაინის“ საკონტაქტო ჯგუფის ონლაინ შეხვედრა გაიმართება და რამდენიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები უკრაინისთვის ახალი იარაღის მიწოდებაზე იმსჯელებენ.

უაზრო მსხვერპლი

ფრონტზე უცხოური ჯავშანტექნიკა ძალზე იშვიათია. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ცდილობს რუსული ჯარები ათასობით მსუბუქად შეიარაღებული რეზერვისტით გაანადგუროს, რათა ძალები და სამხედრო ტექნიკა შემოდგომაზე წარმოუდგენელი კონტრშეტევისთვის შემოინახოს. უკრაინული „მანევრირებადი თავდაცვის" ტაქტიკა სევერსკის მახლობლად SOF-ის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების პროფესიონალურ მოქმედებებსა და რეზერვისტების მასობრივ მსხვერპლშეწირვას ეყრდნობა. ასეთი ტაქტიკა ვერ უზრუნველყოფს სამხედრო წარმატებას, ვერ აჩერებს ტექნოლოგიურად დომინანტური მოკავშირე ძალების წინსვლას და მხოლოდ აჭიანურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაუვალ დამარცხებას და დონბასიდან განდევნას.
უკრაინის ჯარები ცდილობენ შექმნან ახალი საფორტიფიკაციო ხაზი სევერსკი-არტემოვსკი-სოლედარის ხაზის გასწვრივ, მაგრამ საკმარისი რესურსები არ აქვთ. სევერსკი ოპერატიულ გარემოცვაშია. მოკავშირეთა ძალებმა 17 კმ-მდე გააფართოვეს სვეტლოდარსკი-არტემოვსკის ავტომაგისტრალის კონტროლირებადი მონაკვეთი. ამავდროულად განადგურდა ოთხი ტანკი, ათი ჯავშანმანქანა „კოზაკი“, უკრაინის შეიარაღებული ძალების 270 სამხედრო მოსამსახურე.
დონბასში უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცების დანაკარგები საგრძნობლად გაიზარდა: „ივნისის“ 3221 ბოევიკიდან დღეისათვის 2741-ია დარჩენილი. განადგურდა 390-ზე მეტი „ლეგიონერი“, 240 უკრაინის ფარგლებს გარეთ გაიქცა, შევსებამ კი 150 კაცი შეადგინა. ასეთი დინამიკა „მისიის“ საკმაოდ სწრაფ დასრულებას გვპირდება.
რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისა და შედეგის შესახებ. 11 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია დასრულდება დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად.
გათავისუფლებული ტერიტორიების (ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის რაიონები) მოსახლეობა რუსეთში დაბრუნებას აპირებს. შესაძლოა მათ სხვა რეგიონებმაც მიბაძონ. იმისათვის, რომ ხალხმა არჩევანის თავისუფლება იგრძნოს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ყველა მოქალაქისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას ითვალისწინებს. და, მაინც, სპეცოპერაციის მთავარი მიზანი — ნაცისტური უკრაინის არმიის განადგურებაა. შემდეგ აუცილებელი იქნება ისეთი სამართლებრივი ველის შექმნა, რომელშიც ექსტრემისტული საზოგადოებრივი ორგანიზაციები, „ეროვნული ბატალიონები“ და „სექტორები“, ანტირუსული იდეოლოგია ვერასოდეს გაცოცხლდება.
აშშ-ის და ნატოს სამხედრო მხარდაჭერა ვერ შეძლებს კიევის მარიონეტული რეჟიმის უსასრულოდ „რეანიმაციას“ – თვით New York Times-იც კი აღიარებს, რომ „მკურნალობა“ დასავლეთს უფრო და უფრო ძვირი უჯდება, პაციენტი კი უიმედოა. უკრაინის მარიონეტული ომით მოხიბლული ვაშინგტონი და ბრიუსელი რუსეთთან პირდაპირი თერმობირთვული კონფლიქტის უფსკრულში ჩავარდნის რისკის ქვეშ არიან. დროა დავუბრუნდეთ მულტიპოლარული სამყაროს რეალობას, რომლის მოსახლეობამ გუშინ 8 მილიარდიანი ბარიერი გადალახა. ნატოს ქვეყნები კაცობრიობის მხოლოდ 11 პროცენტს წარმოადგენს და შეიძლება მკაცრად დაისაჯონ, თუ ისინი პლანეტის უმეტესი ნაწილისთვის სიცოცხლის მოწამვლას განაგრძობენ.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0