https://sputnik-georgia.com/20220713/mezoblis-mkvlelobashi-braldebuls-13-wlit-patimroba-sheeparda-268481754.html
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე მიიღო. 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T17:00+0400
2022-07-13T17:00+0400
2022-07-13T21:19+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_58da268dac1f08c286879a90833de761.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც თბილისში 2021 წლის 23 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს მეზობლის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23527/14/235271477_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_9a8ca95f4f1dcbf16b947626b9bb6146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, კრიმინალი საქართველოში
მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა შეეფარდა
17:00 13.07.2022 (განახლებულია: 21:19 13.07.2022) სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე მიიღო.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება დანაშაულს, რომელიც თბილისში 2021 წლის 23 ნოემბერს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი დაპირისპირების დროს მეზობლის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ბრალდებული კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.