https://sputnik-georgia.com/20220713/meupe-shio-sachiroa-gvaxsovdes-qristianuli-cxovrebis-mtavari-mizani-268484371.html
მეუფე შიო: საჭიროა გვახსოვდეს ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი
მეუფე შიო: საჭიროა გვახსოვდეს ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი
Sputnik საქართველო
სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ. 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T17:35+0400
2022-07-13T17:35+0400
2022-07-13T21:24+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250354642_0:296:2589:1752_1920x0_80_0_0_b482f67cf34521b2f6db85505014320c.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩვენ გვმართებს გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანია არ გაგვინელდეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ და გავაძლიეროთ იგი, განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.„დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს“, – განაცხადა მეუფე შიომ. საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.
https://sputnik-georgia.com/20220713/saqartveloshi-sveticxovlobas-agnishnaven-268466435.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/10/250354642_0:53:2589:1994_1920x0_80_0_0_20256ee19ed3638b0cbd2003104e6cf8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია, საზოგადოება
მეუფე შიო: საჭიროა გვახსოვდეს ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი
17:35 13.07.2022 (განახლებულია: 21:24 13.07.2022) სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ჩვენ გვმართებს გვახსოვდეს, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანია არ გაგვინელდეს სიყვარულის ცეცხლი, გავაღვივოთ და გავაძლიეროთ იგი, განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
„დღეს ჩვენ ვევედროთ უფალს, რომ მოგვცეს ეს სიყვარული, რომ შევძლოთ ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, შევძლოთ იმ დიდი მისიის აღსრულება, რომელიც დაგვაკისრა სწორედ ამ სამოციქულო მემკვიდრეობამ, რომლის წევრნიც ჩვენ ვართ მათ მიერ აღსრულებულ ეკლესიაში. ეს იქნება ჩვენი პასუხი, განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც ვიხსენებთ წმინდა მოციქულებს“, – განაცხადა მეუფე შიომ.
საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.
ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.