https://sputnik-georgia.com/20220713/levan-varshalomizes-deputatis-uplebamosileba-sheuchereben-268479180.html
ოპოზიცია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მანდატს კარგავს: პარლამენტი ვარშალომიძის საკითხზე მსჯელობს
ოპოზიცია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მანდატს კარგავს: პარლამენტი ვარშალომიძის საკითხზე მსჯელობს
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება. 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T15:37+0400
2022-07-13T15:37+0400
2022-07-13T20:13+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_1a28e53dc6479c6c558629102d222548.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე განიხილავს.საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ასეთი ვითარებაა შექმნილი ვარშალომიძესთან დაკავშირებით.მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გააუქმა – პარტიის თხოვნის საფუძველზე.ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.დღეისათვის 150-ადგილიან პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250967983_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a52afe358d00a1056ab52bc6d5989565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
ოპოზიცია, სავარაუდოდ, კიდევ ერთ მანდატს კარგავს: პარლამენტი ვარშალომიძის საკითხზე მსჯელობს
15:37 13.07.2022 (განახლებულია: 20:13 13.07.2022) ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე განიხილავს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტი არასაპატიო მიზეზით გააცდინა, მას უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. სწორედ ასეთი ვითარებაა შექმნილი ვარშალომიძესთან დაკავშირებით.
მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტში ვარშალომიძის ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სია გააუქმა – პარტიის თხოვნის საფუძველზე.
ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში 28 დეპუტატი დარჩება.
დღეისათვის 150-ადგილიან პარლამენტში რეალურად 144 დეპუტატია, აქედან 84 მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრია.