დაშავებული უცხოელი ტურისტი რაჭიდან ქუთაისში გადაიყვანეს

© Sputnik / STRINGERსასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
ამ დროისათვის დაშავებული ტურისტი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მაშველებმა ონში, მწვერვალ კატიწვერასთან მყოფი დაშავებული ტურისტი ქალი ქუთაისში ვერტმფრენით გადაიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მწვერვალზე ასვლისას დაშავებულ ტურისტს გადაადგილება აღარ შეეძლო და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და მოქალაქის უსაფრთხო ადგილზე გადასაყვანად სამაშველო ოპერაცია დაგეგმა.
დაშავებულის ადგილსამყოფელამდე მისასვლელი საავტომობილო გზის არარსებობის გამო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა გადაწყდა.
დაშავებული ტურისტი, თანმხლებ პირებთან ერთად, ქუთაისში გადაიყვანეს და ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ყველა ახალი ამბავი
0