https://sputnik-georgia.com/20220713/bavsvebi-da-akvariumi-268479548.html
თუ ბავშვს ოთახში აკვარიუმს დაუდგამთ, ის... ფსიქოლოგების განმარტება
თუ ბავშვს ოთახში აკვარიუმს დაუდგამთ, ის... ფსიქოლოგების განმარტება
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.სახლში აკვარიუმის არსებობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა მოსაზრებაც... 13.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-13T16:23+0400
2022-07-13T16:23+0400
2022-07-13T21:02+0400
მშობლები და შვილები
ექიმი გირჩევთ
ფსიქოლოგია
ჯანმრთელობა
მედიცინა
სასარგებლო რჩევები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268479037_0:200:1920:1280_1920x0_80_0_0_6f4a7cf46119cb7eed7ca743a420d4f1.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.სახლში აკვარიუმის არსებობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა მოსაზრებაც არაერთ კვლევას ეყრდნობა.მათი თქმით, ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იცოდნენ. აღმოსავლელი სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ თევზების ცქერა ამშვიდებს სულს და ადამიანს „მდაბალი ვნებებისგან“ ათავისუფლებს.თანამედროვე ფსიქოლოგები ერთხმად გვირჩევენ შინ თევზების ყოლას, განსაკუთრებით, თუ ჰიპერაქტიური ბავშვი გყავთ. მათი თქმით, ბავშვის სამეცადინო მაგიდასთან დადგმული აკვარიუმი მას მოდუნებასა და კონცენტრირებაში დაეხმარება.მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აკვარიუმს შეუძლია მშვიდი ატმოსფერო შექმნას, რაც უბრალოდ აუცილებელია, თუ ოჯახში ბავშვები, სტრესისადმი მიდრეკილი ადამიანები და მოხუცები ცხოვრობენ.თევზებიანი აკვარიუმის სარგებელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268479037_209:0:1916:1280_1920x0_80_0_0_29cb6d8ca2621184f062de83a4caff16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მშობლები და შვილები, ექიმი გირჩევთ , ფსიქოლოგია , ჯანმრთელობა , მედიცინა, სასარგებლო რჩევები
თუ ბავშვს ოთახში აკვარიუმს დაუდგამთ, ის... ფსიქოლოგების განმარტება
16:23 13.07.2022 (განახლებულია: 21:02 13.07.2022) თბილისი, 13 ივლისი — Sputnik.სახლში აკვარიუმის არსებობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აცხადებენ მეცნიერები, რომელთა მოსაზრებაც არაერთ კვლევას ეყრდნობა.
მათი თქმით, ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იცოდნენ. აღმოსავლელი სწავლულები მიიჩნევდნენ, რომ თევზების ცქერა ამშვიდებს სულს და ადამიანს „მდაბალი ვნებებისგან“ ათავისუფლებს.
ამერიკაში ჩატარებულმა კვლევების შედეგებმა კი საერთოდ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს. აღმოჩნდა, რომ აკვარიუმების მფლობელები უფრო ხშირად და უფრო ადვილად აღწევენ წარმატებას სწავლაში, კარიერასა და შემოქმედებაში, ვიდრე ისინი, ვინც აკვარიუმისტიკის ფასი არ იცის.
თანამედროვე ფსიქოლოგები ერთხმად გვირჩევენ შინ თევზების ყოლას, განსაკუთრებით, თუ ჰიპერაქტიური ბავშვი გყავთ. მათი თქმით, ბავშვის სამეცადინო მაგიდასთან დადგმული აკვარიუმი მას მოდუნებასა და კონცენტრირებაში დაეხმარება.
მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აკვარიუმს შეუძლია მშვიდი ატმოსფერო შექმნას, რაც უბრალოდ აუცილებელია, თუ ოჯახში ბავშვები, სტრესისადმი მიდრეკილი ადამიანები და მოხუცები ცხოვრობენ.
თევზებიანი აკვარიუმის სარგებელი
აკვარიუმის წყალი ატენიანებს ოთახს, რაც დადებითად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე;
ბავშვი, რომელიც უყურებს, როგორ ცურავენ თევზები, აანალიზებს მათ ქცევას და ამით ანალიტიკურ უნარებსა და ყურადღებას ივითარებს;
აკვარიუმის თევზებზე ზრუნვა უვითარებს ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობას;
კვლევები აჩვენებს, რომ თევზები დამამშვიდებელად მოქმედებენ ბავშვის ნერვულ სისტემაზე. შესაბამისად, აკვარიუმის შეძენა განსაკუთრებით რეკომენდებულია ჰიპერაქტიური და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ბავშვებისთვის;
სხვადასხვა ფერის თევზების ყურება დადებითად იმოქმედებს ბავშვის ვიზუალური აპარატის განვითარებაზე და გრძნობათა ორგანოების ჩამოყალიბებაზე;
აკვარიუმის თევზი ასევე დადებითად მოქმედებს ბავშვის საერთო განვითარებაზე, უღვივებს ინტერესს, მიიღოს ახალი ინფორმაცია;
განათებული თევზებიანი აკვარიუმი მშვიდად დაძინებაში ეხმარება ბავშვს, მით უმეტეს, თუ მას სიბნელეში დარჩენის ეშინია.