ატმისა და გარგარის საფრთხეები: დასახელდა დასაშვები დღიური ნორმა და კატეგორიული აკრძალვები

© Pixabay / stevepbგარგარი
გარგარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2022
გამოწერა
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ატამი და გარგარი ძალიან სასარგებლო ხილია, მაგრამ მათი შეუზღუდავად მიღება შესაძლოა არასასურველი შედეგებით დასრულდეს, აცხადებენ ექიმები.
ატამშიც და გარგარშიც ბევრი ანტიოქსიდანტი და ფლავანოიდი შედის, რომლებიც ადამიანს ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლაშიც ეხმარება, არტერიული წნევის ნორმალიზებაშიც და სისხლძარღვების კედლების ტონუსის შენარჩუნებაშიც. მაგრამ დიეტოლოგები ზომიერების დაცვას, ზოგ შემთხვევაში კი ამ ხილზე საერთოდ უარის თქმას გვირჩევენ.
ექსპერტების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ატმისა და გარგარის კალორიულობა 100 გრამზე დაახლოებით 45 კკალ-ს შეადგენს, მათმა დღიურმა ნორმამ 200–300 გრამს არ უნდა გადააჭარბოს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხული არ არის ზედმეტი კილოგრამების აკრეფა.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ გარდა ჭარბწონიანებისა, გარგარი და ატამი ასევე არ უნდა მიირთვან:
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა;
კუჭის მაღალი მჟავიანობის მქონეებმა;
პანკრეატიტითა და გასტრიტით დაავადებულებმა.
ამასთან დიეტოლოგები განმარტავენ, რომ ატამი მაგნიუმისა და კალიუმის წყაროა. შესაბამისად, ეს ხილი ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ფეხების კრუნჩხვები ახასიათებს. მაგნიუმი აგრეთვე სტრესებთან ბრძოლაშიც გვეხმარება და ინსულინის გამომუშავებასაც უწყობს ხელს.
ყველა ახალი ამბავი
0