მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვაშინგტონში კომენტარი გააკეთეს პატრუშევის განცხადებაზე

CC BY-SA 3.0 / AgnosticPreachersKid / United States Department of State headquartersაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
თბილისი, 12 ივლისი − Sputnik. ნატოს არ აქვს აგრესიული ზრახვები მოსკოვის მიმართ, განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის განცხადებაზე კომენტარი გააკეთეს.
მანამდე მადრიდის სამიტზე ალიანსმა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა, რომელშიც რუსეთი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საშიშროებადაა“ აღიარებული. ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ ალიანსის მიერ რუსეთის მტრად გამოცხადება იწვევს დაძაბულობის ესკალაციასა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ევროპაში, ამასთან ეწინააღმდეგება რუსეთი-ნატოს ფუნდამენტურ აქტს.

„ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ უქმნის არცერთ ქვეყანას და არ აქვს აგრესიული ზრახვები რუსეთის წინააღმდეგ“, − განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „რია ნოვოსტის“, როდესაც მას პატრუშევის სიტყვებზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

იგივეა ნათქვამი ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაშიც. როგორც დოკუმენტშია ჩაწერილი, აფართოებს რა საკუთარი ძალების ყოფნას რუსეთის საზღვრების სიახლოვეს, ალიანსი არ ისწრაფვის რუსეთთან დაპირისპირებისკენ, არ ემუქრება მას, მაგრამ აძლიერებს თავის შესაძლებლობებს რუსეთის შესაკავებლად.
წყარო: რია ნოვოსტი
ყველა ახალი ამბავი
0