თბილისში დასაქმების ფორუმი ტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსასტუმრო "ბილტმორი"
სასტუმრო ბილტმორი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2022
გამოწერა
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.
თბილისი 12 ივლისი – Sputnik. თბილისში პროფესიული განათლებით დასაქმების ფორუმი ტარდება, რომელზეც 1000-ზე მეტი ვაკანსია იქნება წარმოდგენილი, იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.
ფორუმს, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება, სასტუმრო „ბილტმორი“ დღეს უმასპინძლებს.
ღონისძიება ოფიციალურად 11:00 საათზე გაიხსნება, 12:00-დან 16:00 საათამდე პერიოდში კი სამუშაოს მაძიებელთა და პოტენციურ დამსაქმებელთა შეხვედრები გაიმართება.
ღონისძიებაში 80-ზე მეტი კერძო კომპანიის, მათ შორის ბანკების, კლინიკების, მომსახურების სფეროში მომუშავე ცნობილი ბრენდების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„პროფესიული განათლების მქონე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ შრომის ბაზრის აქტიურ ვაკანსიებს და ადგილზე პირადად გაესაუბრონ პოტენციურ დამსაქმებლებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ფორუმზე ასევე მოწვეული არიან კერძო და სახელმწიფო კოლეჯების სადიპლომო თუ სასერტიფიკაციო პროგრამების კურსდამთავრებულები. მათი დიდი ნაწილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სპეციალურ პროგრამებზე სწავლობდა.
ღონისძიების მიზანია შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია.
ყველა ახალი ამბავი
0